სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიიწვევს თუ არა ხალის დაზიანება კანის კიბოს? -  მითი თუ რეალობა

იწვევს თუ არა ხალის დაზიანება კანის კიბოს? –  მითი თუ რეალობა

 მითი თუ რეალობა…

დღეისათვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ხალის ტრავმირება პირდაპირ კიბოს განვითარებას იწვევს. ანალოგიურად, ხალისგან თმის მოცილებაც არ წარმოადგენს კიბოს გამომწვევ მიზეზს. ყველაზე ხშირად, კანის სიმსივნეები დამოუკიდებლად ვითარდება და არ უკავშირდება ხალზე მოქმედებებს.

თუმცა, ხალის ცვლილება შესაძლოა მიუთითებდეს კანის სიმსივნის, მათ შორის მელანომის, არსებობაზე. საეჭვო ნიშნები მოიცავს:

  • ასიმეტრია: ხალის ფორმის ან საზღვრების არათანაბრობა.
  • ფერის ცვლილება: არათანაბარი ფერის გაჩენა.
  • გზრდა: თუ ხალი სწრაფად იზრდება (მეტი, ვიდრე 5 მმ).
  • ამოწეული ელემენტები: ხალზე ან კანზე წარმოქმნილი კვანძები.

დერმატოლოგის კონსულტაცია აუცილებელია ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ხალის ყურადღებით მონიტორინგი და დროული პროფესიონალური გამოკვლევა.

როგორ შევამციროთ რისკი?

ხალის ავთვისებიანობის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მთელი წლის განმავლობაში.
  • სოლარიუმისგან თავის არიდება.
  • მზის პირდაპირი სხივებისგან თავის დაცვა დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ძლიერი და აგრესიულია.

ხალის მოცილება: რა უნდა იცოდეთ?

ხალის მოცილება ძირითადად კოსმეტიკური მიზნებისთვის ხორციელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც დიდი ხალები (გიგანტური ნევუსები), რომლებიც სხეულის ფართობის 5%-ზე მეტს იკავებენ, შეიძლება მოითხოვდეს მოცილებას, რადგან მათში მელანომის განვითარების რისკი 20%-მდეა.

ხალი შეიძლება მოცილდეს, თუ დერმატოლოგი განიხილავს მისი საკონტროლო გამოკვლევების შემდეგ კიბოს საეჭვო ნიშნებს.

როდესაც საქმე ეხება კანს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კითხვები ან საეჭვო ცვლილებები, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights