პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმი„ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით“ - ალექსანდრე გოგინავა

„ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით“ – ალექსანდრე გოგინავა

ქვეყანაში გრიპის შემთხვევები იზრდება. მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. როგორც ექიმები ამბობენ, 10 ადამიანიდან, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება აქვს, 6, სავარაუდოდ, გრიპით არის ინფიცირებული. მთავარ რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია რჩება.

“დეკემბერთან შედარებით, იანვრის პირველ სამ კვირაში გრიპის უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით. ძირითადად, არის ამბულატორიული მიმართვიანობა, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებსა და რისკ-ჯგუფებში, გარკვეულ შემთხვევაში, სტაციონარიზაციაც კი ხდება საჭირო.

A გრიპის ერთ ერთ სეროტიპს უწოდებენ ე.წ. ღორის გრიპს, რომელიც არ გამოირჩევა სხვა გრიპის სეროტიპებისგან, ანუ მოსახლეობისთვის ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, თუ A გრიპის რომელი სეროტიპი აქვს, იმიტომ რომ მათი მართვა, გართულებების ალბათობა და კლინიკური ნიშნები არის მსგავსი”, – აღნიშნა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  რა აჩვენა კვლევამ? - შაქარი და ეკრანები — შეიძლება ADHD-ს სიმპტომები „გაქრეს“?!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights