ნარკოტიკებთან ბრძოლის სტრატეგია

0
230
ნარკოტიკებთან ბრძოლის სტრატეგია
#post_seo_title

ნარკოტიკებთან ბრძოლის სტრატეგია

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეიქმნა 2011 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემაზე მუშაობის წამყვანი საკოორდინაციო მექანიზმია. 
საბჭოს მთავარი ფუნქციაა უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში. საბჭოს კოორდინაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.
საბჭოს მიზანია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე აგებული ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა; ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, მისი პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი; აღნიშნული სტრატეგიის განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; სტრატეგიის განხორციელების პროცესში უწყებათაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფა.
სამთავრობო უწყებების გარდა, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ ე.წ. მოწვეული (ხმის უფლების არმქონე) საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და საექსპერტო თემის წარმომადგენლები.
საბჭოს კოორიდნაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა, მიწოდების შემცირება, მოთხოვნის შემცირება – პრევენცია და მკურნალობა – რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, ასევე, მკურნალობა-რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ამასთან, სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარკოპოლიტიკის დახვეწასა და  კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

 

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფაქტები სიმსუქნეზე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით „სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს“

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ