სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა - ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის...

სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა – ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში

 ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ლეტალობით დასრულდა” ღორის გრიპის” რამდენიმე შემთხვევა. პაციენტების გარდაცვალება H1N1-ის გართულებებთან ერთად თანმხლებმა დაავადებებმა გამოიწვია, არცერთი მათგანი არ იყო აცრილი სეზონურ ვირუსებზე.

ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში.

პაციენტები სტაციონარს ძირითადად ცხელებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტს.

მედიკოსები ამბობენ, რომ “ღორის გრიპის” ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობა ეფექტურია დაავადების პირველ 72 საათში, ამიტომ მოუწოდებენ პაციენტებს დროულად მიმართონ ექიმს.

პაციენტები ხშირად ვირუსის გამოვლენის პირველ სიმპტომებისას თვითმკურნალობას მიმართავენ.

განსაკუთრებით გახშირდა გრიპის ვირუსის გართულებების შემთხვევები ბავშვებში. რისკ-ჯგუფში შედიან 2 წლამდე ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პატარები. პედიატრიულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 52 პროცენტს, სწორედ ღორის გრიპის დადასტურებული შემთხვევები წარმოადგენს.

ვირუსის ფონზე კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვანების და მცირეწლოვანების უმრავლესობას განუვითარდა პნევმონია, თუმცა არის სხვა გართულებების ფართო სპექტრი.

“ღორის გრიპისა” და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე დაავადების გავრცელების პიკს უახლოვდება, აცრა დაგვიანებული არ არის.

გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის მთავარი ატრიბუტი. ექიმები მოგვიწოდებენ ხალხმრავალ ადგილებში გამოვიყენოთ პირბადე, მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენა რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.

ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სალამანდრის რეგენერაციის გენი ადამიანში - ბუნების მასტერ-კლასი რეგენერაციაში, Hand2 — რეგენერაციის გენეტიკური გასაღები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights