პარასკევი, თებერვალი 27, 2026
მთავარიშენი ექიმი„იანვარში გვექნება ვირუსული ინფექციების პიკი...“ - ივანე ჩხაიძე

„იანვარში გვექნება ვირუსული ინფექციების პიკი…“ – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვირუსული ინფექციების მატების პიკი შემდგომ კვირებში დაფიქსირდება და იანვრამდე გასტანს.

თუ იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, დეკემბერ-იანვარი ვირუსების თვალსაზრისით, იქნება ყველაზე აქტიური პერიოდი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ვირუსული ინფექციების მატების შემდგომ ზრდას და სავარაუდოდ, პიკის მოლოდინი იანვრის თვეში გვაქვს. რთულია პროგნოზი, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ეს ასე უნდა იყოს.

ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონური მატებაა. სეზონური მატება საქართველოში იწყება ნოემბრიდან და მარტის ბოლომდე, იშვიათ შემთხვევებში, აპრილამდე გრძელდება. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ პიკი მომდევნო კვირებში დაფიქსირდება“, – განმარტავს ჩხაიძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს არა ბაქტერიების სრულ განადგურებას, არამედ მათი ქცევის და კომუნიკაციის შეცვლას, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში - კბილების კარიესის პრევენციის უჩვეულო გზა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights