უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია

0
74
უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია.
#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებები

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია.

სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიებით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7-8%. ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ზოგადად წამყვანია შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი, ერექციული დისფუნქცია, თირეოიდიტი და აშ. აშშ-ში ენდოკრინული დაავადებების პრევალენტობა მოზრდილ მოსახლეობაში მინიმუმ 5 %-ში. ბოლო წლებში აშშ-ში განსაკუთრებით
მოიმატა ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის და ჰიპოფიზის ადენომის ინციდენტობამ, უფრო დაბალი ინციდენტობა აღინიშნება ფეოქრომოციტომის და თირკმელზედა ჯირკვლის სხვა სიმსივნეების შემთხვევაში. ისეთი დარღვევები, როგორიცაა ჰიპერპარათირეოზი და ფარისებრიჯირკვლის პათოლოგიები, უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში.
ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ქალებს 7-10-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. სიცოცხლის განმავლობაში 5-დან ერთ ქალს ექმნება პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების განვითარების გამო. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რისკი ასაკთან ერთად იზრდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში და 70 წლისათვის მამაკაცებში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის გავრცელება ისეთივეა, როგორც ქალებში.
ზოგადად, ქალებს ძირითადი ენდოკრინული დაავადებები უვითარდებათ 35-39 წლის ასაკში და ყველაზე ნაკლებად 20 წლამდე, ხოლო მამაკაცებში ენდოკრინული პათოლოგიები ხშირია 45-49 წლის ასაკში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.
მსოფლიოში 665 მლნ ადამიანზე მეტს აღენიშნება ენდემური ჩიყვისა და სხვა თირეოიდული პათოლოგიები. დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რაოდენობის ზრდა ყოველწლიურად 5%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ორ მილიარდამდე ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 30%) ცხოვრობს იმ რეგიონებში, სადაც ადგილი აქვს იოდის არასაკმარის მოხმარებას და, შესაბამისად, გააჩნიათ იოდდეფიციტური დაავადების განვითარების რისკი.

ენდოკრინული დაავადებები-2015

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ