ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიახლესი კვლევის შედეგები - როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

ახლესი კვლევის შედეგები – როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

როგორ უნდა შევანელოთ დაბერების პროცესი?

ასაკთან ერთად დაბერების პროცესი ბუნებრივია, თუმცა არსებობს რამდენიმე გზa, რომელიც ამ პროცესს შეანელებს. იტალიელმა მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ მოქმედებს D ვიტამინის დანამატები დაბერების პროცესზე. ახალი კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა.

პერუჯას უნივერსიტეტის გერიატრიის სპეციალისტმა, კარმელინდა რუჯიერომ და მისმა კოლეგებმა მიმოიხილეს დაკვირვებითი კვლევები და კლინიკური ცდები, რომლებშიც ეძებდნენ D ვიტამინის შესაძლო ეფექტებს დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე.

„ამ დრომდე, მტკიცებულებები მწირია და ძირითადად ეფუძნება პრეკლინიკურ მოდელებს“ – ამბობენ მკვლევრები.

მეცნიერების თქმით, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, D ვიტამინი ეპიგენეტიკურ დაბერებას ანელებს, რადგან D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც D ვიტამინი ნორმაში აქვს. თუმცა მათივე თქმით, ძალიან ცოტაა მტკიცებულება, თუ რა დოზით ან რა ასაკში შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის დანამატებს ეფექტი, რადგან ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და შედეგებიც არასრულია.

„მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დანამატების, როგორც ადამიანის დღეგრძელობის მხარდამჭერი სტრატეგიისადმი ინტერესი დიდია და ამას ზოგიერთი მტკიცებულებაც უჭერს მხარს, ზუსტი პასუხის დადგენისგან ჯერ შორს ვართ“, – წერენ მკვლევრები.

შეგახსენებთ, დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია კუნთებისა და ძვლებისთვის, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ნაკლებობისას მისი დონის მომატება ლოგიკური ჩანს, ექსპერტები ამბობენ, რომ დანამატების სახით ბევრი ვიტამინის მოხმარება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. მეცნიერები გვირჩევენ, ნებისმიერი ვიტამინის ექიმთან რეკომენდაციის შედეგად მიღებას.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  რა არის მელანომა და როგორია მკურნალობის მეთოდი? - "პინეოს" კლინიკური ონკოლოგის, მარიტა გუგუნავას განმარტება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights