კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით.
რატომ ასეთი ხანგრძლივი ინტერვალი ვარჯიშებს შორის (თავად ავტორი კრის ბირდსლი, ამას იმით არგუმენტირობს, რომ 28 დღიანი შესვენების შემდეგ კონკრეტული კუნთოვანი ჯგუფის შემთხვევაში ბოჭკოები მთლიანად განახლდება, ყველა ანთებითი პროცესი დასრულებული იქნება და ბიოქიმიური პარამეტრი ნორმალიზებული.
ასევე გამოირიცხება სუპერკომპენსაციის ეფექტი. ორგანიზმი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას რაც საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად შევაფასოთ ორგანიზმის პასუხი პირველ და მეორე ვარჯიშს შორის.
თუმცა ეს კვლევა არაერთმა სპეციალისტმა გააკრიტიკა.
პირველი მიზეზი არის ის, რომ კუნთები და იმუნური სისტემა მგრძნობიარე ხდება ვარჯიშის თავდაპირველი სტრესული ზემოქმედების მიმართ დიდი შესვენების შემდეგ. ვარჯიშის განმეორებითი სტრესის ზემოქმედების დროს იზრდება კუნთებში ანთებითი უჯრედების ინფილტრაცია.
2) 28 დღე საკმაოდ დიდი ინტერვალია კუნთის ნებისმიერი ჯგუფისათვის. ანთებითი პროცესი ამ შემთხვევაში არის გარდაუვალი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც არ ვარჯიშობს.
3) მიუხედავად იმისა, რომ ბიოფსია აღებული იყო გაიდლაინების მიხედვით, რათა უზრუნველყოფილიყო წინა ბიოფსიების გავლენა ანთებით მარკერებზე (პირველი ბიოფსიის აღება მოხდა დაახლოებით 15 სმ სიშორით vastus lateralis-ის პროქსიმალურად კუნთის მიმაგრების ადგილიდან. შემდგომი ბიოფსია ჩატარდა ფეხზე, რომელმაც მიიღო დატვირთვა, წინა ბიოფსიასთან შედარებით 3-5 სმ პროქსიმალურად), თავად ბიოფსია არის ანთებითი პროცესის მაპროვოცირებელი პროცედურა კუნთების დაზიანების გამო.
დასკვნა
ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივი დასვენების ინტერვალი ნებისმიერი კუნთების ჯგუფზე დატვირთვის შემდეგ გამოიწვევს ინტენსიურ ანთებით პროცეს და შეაფერხებს მის აღდგენას დიდი დროის განმავლობაში.