სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorized„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, რეგულირების მექანიზმების დახვეწა მოხდება. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია და ბენეფიციართა რაოდენობა.

„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, უზარმაზარი პროგრამა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, სადაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის, მედიკამენტების დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათი, რომელიც ზრდად პენსიასთან და სოციალურ დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გაფართოვდება მედიკამენტების, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლეების ჯგუფები – არამხოლოდ საპენსიო, არამედ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფებიც მოიცვას და ამით, შემცირდეს ქრონიკული დაავადებების გართულებებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური წნეხი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ყველაფერი გაკეთდება მედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სხვადასხვა ბერკეტების შექმნაზე, იმისთვის რომ ეს დეფიციტები არცერთ შემთხვევაში არ იყოს მტკივნეული, ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამის დასაზღვევად გაკეთდება უკლებლივ ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights