სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

მეცნიერებმა ინოვაციური ვაქცინაციის მეთოდს მიაგნეს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ნათქვამია The New England Journal of Medicine-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.

ვაქცინაციის ახალი მეთოდი კოღოების ნაკბენზე არის აგებული. მათში მოთავსებულია სპეციალურად მოდიფიცირებული მალარიის პარაზიტი, რომელიც იძლევა იმუნურ პასუხს, თუმცა არ იწვევს დაავადებას.

კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა 90%-ს აღწევს. აქამდე არსებული მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 75%-ს აღწევდა და განმეორებით ვაქცინაციას საჭიროებდა. ამიტომ, იმუნოლოგები აგრძელებდნენ ალტერნატიული გზების ძებნას.

ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მალარიასთან ბრძოლაში. ამჟამად, მეცნიერები აპირებენ მასშტაბური ცდების ჩატარებას, რათა ამ მეთოდის ვაქცინაცია უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული.

მალარია ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი – პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს – ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში.

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ფოტო CDCSPL
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  აშშ კრძალავს ხელოვნურ საკვებ საღებავებს – დროა საქართველომაც გადახედოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights