სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმხარეებმა ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს...

მხარეებმა ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო მუდმივ რეჟიმში მიიღებს განახლებულ მონაცემებს, როგორ განვითარდება და რა საბოლოო შედეგები ექნება პრეპარატების კვლევას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული სახელმწიფო პროგრამით მათი უზრუნველყოფის გადაწყვეტილება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან სტეროიდული პრეპარატით „დეფლაზაკორტი“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დაავადების მართვის პროტოკოლის შექმნისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოწვეული სხვა სამედიცინო ჩვენებების თუ გართულებების მართვის საკითხები. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights