სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

 

მაასტრიხტში გამართულ ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე კლინიკა “კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა თამარ  კახნიაშვილმა და  კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა ივანე კილაძემ  წარადგინეს ნაშრომი “ონკოპაციენტების ფინანსური საჭიროებების შესახებ”.

ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე პროფესიონალები 72 ქვეყნიდან: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ონკოლოგები, პაციენტთა ადვოკატები განიხილავდნენ ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური საჭიროებების გაუმჯობესების შესაძლებლობებს. 

თამარ კახნიაშვილი საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტია, ის კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის  ჩართული  საქართველოში ონკოპაციენტების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად მიმართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - სად და როდის გაჩნდა მუტაცია, რომელიც ადამიანებს აივ ინფექციისგან იცავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights