პარასკევი, მაისი 9, 2025
მთავარისამინისტროზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ექსპერტთა ჯგუფის მიზანია შეაფასოს ქვეყნის მზადყოფნა – შეინარჩუნოს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სტატუსი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს.

2013 წლიდან მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სახელმწიფოს მიერ ხორციელდება მალარიის სამკურნალო პრეპარატების შეძენა, რომელიც გამოიყენება შემოტანილ შემთხვევათა სამკურნალოდ.

ზაზა ლომინაძის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია მალარიისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება, რომლის მიღწევაც შესაძლო გახდა ფართომასშტაბიანი, მულტისექტორული ანტიმალარიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მალარიის ადგილობრივი შემთხვევები აღარ დარეგისტრირებულა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights