როგორ უნდა მივხვდეთ რომ უკვე ყალიბდება ჰიპერტენზია, როგორ უნდა გავიზომოთ წნევა სწორად?რომელი აპარატი უნდა გამოვიყენოთ წნევის გასაზომად?
ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის წნევა. სისხლძარღვთა სისტემაში სისხლი ხვდება გულის შეკუმშვის – სისტოლის შედეგად. სისტოლის დროს სისხლი აწვება მსხვილი არტერიების კედელს გარკვეული ძალით, რაც ქმნის სისტოლურ არტერიულ წნევას. გულის მოდუნების – დიასტოლის დროს სისხლის ნაკადი მცირდება, რაც შეესაბამება დიასტოლურ არტერიულ წნევას. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს. არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა განსაკუთრებით შესამჩნევია გაზაფხულზე.
საუბრობს კლინიკა “ვივამედის” კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში „იმუნიტეტი“:
დასკვნა
ჰიპერტენზია სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა გახლავთ, თუმცა ცხოვრების წესის ცვლილებებისა და სწორი მკურნალობის საშუალებით, მისი კონტროლი შესაძლებელია. თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევის ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.