ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: საკმაოდ დიდი სიმრავლეა ნაბიჯებისა, რომელთან დაკავშირებითაც მუშაობამ შესაძლოა კონკრეტული შედეგები...

მიხეილ სარჯველაძე: საკმაოდ დიდი სიმრავლეა ნაბიჯებისა, რომელთან დაკავშირებითაც მუშაობამ შესაძლოა კონკრეტული შედეგები მოიტანოს პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საკმაოდ დიდი სიმრავლეა ნაბიჯებისა, რომელთან დაკავშირებითაც მუშაობამ შესაძლოა კონკრეტული შედეგები მოიტანოს პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, საქართველოს ვალდებულებაა გამოეხმაუროს ამ დღეს. „საკმაოდ დიდი სიმრავლეა ნაბიჯებისა, რომელთან დაკავშირებითაც მუშაობამ შესაძლოა კონკრეტული შედეგები მოიტანოს პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“

„ჩვენ ვივალდებულეთ, მათ შორის ჩვენც, როგორც ერთ-ერთმა მონაწილე სახელმწიფომ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ხორციელდება და რომლის მიზანიც, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის გამოცხადებული, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს ამ თემას. ამიტომ დაწესდა 17 სექტემბერი, როგორც დღე, როდესაც აღინიშნება მიღწევები, რომლებიც გვაქვს წლიდან წლამდე ნებისმიერ ქვეყანას ამ მიმართულებით და როგორია სამომავლო ხედვები და გეგმები ამის გაანალიზება რომ მოხდეს.

ჩვენც გამოვეხმაურეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, გამოვეხმაურეთ და აღვნიშნეთ ეს დღე. აღვნიშნეთ, პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ასოციაციასთან შეხვედრით და საჯარო დისკუსიით იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოვიფიქროთ ისეთი, რითაც შესაძლოა პაციენტის უსაფრთხოების დაცვა უფრო მაღალი სტანდარტით ხორციელდებოდეს და ძალიან დიდი სიმრავლე იყო მოსაზრებების. ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ საგანგებოდ, გვქონდა კონკრეტული შეთავაზება, რომ საკუთარი მოსაზრებები წარმოედგინა ყველა ასოციაციას. ყველამ თავ-თავისი პერსპექტივიდან ასეთი მოსაზრებები გაგვიზიარა და საკმაოდ დიდი სიმრავლეა კონკრეტული ნაბიჯებისა, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა მუშაობამ კონკრეტული შედეგები მოიტანოს პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის, ზოგადად, გლობალური პრობლემა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოც აცნობიერებს, რომ ეს პრობლემა შესაძლოა არსებობდეს და ამ გამოწვევის დასაძლევად, რეალურად, კონკრეტული ნაბიჯები ამ დრომდეც იგეგმებოდა. ძალიან სერიოზული ნაბიჯებია უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმული და რეალურად, ეს განხორციელდება.

დიაპაზონი ასეთი საკითხებისა და სპექტრი, ძალიან დიდია. მოიცავს, მაგალითად, დაწყებული იმით, რომ სამაჯურები უკეთდებოდეს კონკრეტულ პაციენტებს იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი შეცდომით არევა, პერსონალს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რომელ პაციენტთან აქვთ ურთიერთობა. აქედან დაწყებული, დამთავრებული, მაგალითად საგანმანათლებლო სისტემებში ინკორპორირება ისეთი კურიკულუმების, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს მომავალი ექიმების მზადყოფნას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნოემბერი 28, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights