სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სხვადასხვა წლებში, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობამდე, ცენტრის ახალი დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights