ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026
მთავარისამინისტროსარჯველაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე: „ჩვენი მომდევნო შეხვედრების დროს, მათ...

სარჯველაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე: „ჩვენი მომდევნო შეხვედრების დროს, მათ შორის იმ თემაზეც იქნება საუბარი, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორ იქნება საჭიროებები, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ უნდა გავაგრძელოთ იგივე ერთმანეთთან კომუნიკაციაც და სხვადასხვა ფორმატები“

პრემიერ-მინისტრთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობლების შეხვედრა დასრულდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ 5 ივნისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

მთავრობის ადმინისტრაციაში მშობლებს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თითქმის 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სასარგებლო შეხვედრა იყო.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღება არ არის მარტივი, ვინაიდან საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, თვისებრივად განსხვავებულ ეტაპზეა.

“ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო შეხვედრა იყო. ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ამას მუშაობა დასჭირდება და ამ მუშაობას კი ბუნებრივია ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობ პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მშობლებისგან მოვისმინეთ, ესეც განსაკუთრებული ინტერესის საგანია და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება არ არის მარტივი, ვინაიდან საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, აბსოლუტურად, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით, ნაკლები კითხვები არსებობს, სხვასთან მიმართებაში კი მეტია ეს კითხვები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ იქნება მსგავსი შეხვედრა. სარჯველაძის თქმით, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა არის ყველაზე მეტად სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს:

“იყო საუბარი ისეთ საკითხებზეც, რომლებიც ეხებოდა მაგალითად პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას და ა.შ. ბუნებრივია ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უპირველესად ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა, ამ საკითხებზე მსჯელობა კიდევ გაგრძელდება და როგორც ეს დასაწყისშიც აღინიშნა, რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული. ოღონდ, ამისთვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის. ჩვენი მომდევნო შეხვედრების დროს, მათ შორის იმ თემაზეც იქნება საუბარი, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორ იქნება საჭიროებები, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ უნდა გავაგრძელოთ იგივე ერთმანეთთან კომუნიკაციაც და სხვადასხვა ფორმატები. ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა არის ყველაზე მეტად სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს,” – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

  მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights