კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიUncategorized"ცეცხლოვანი ბურთი" - დედამიწის ატმოსფეროს ასტეროიდი შეეჯახა

“ცეცხლოვანი ბურთი” – დედამიწის ატმოსფეროს ასტეროიდი შეეჯახა

“ცეცხლოვანი ბურთი” – დედამიწის ატმოსფეროს ასტეროიდი შეეჯახა, რომელიც ცეცხლოვან ბურთს ჰგავდა. შეჯახება ფილიპინების თავზე, კუნძულ ლუზონთან მოხდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდი შეეჯახა და ცეცხლოვანი ბურთის ფორმით აფეთქდა ფილიპინების თავზე, კერძოდ, კუნძულ ლუზონზე და  მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ასტეროიდის ატმოსფეროში შემოსვლის მომენტს ადგილობრივები აკვირდებოდნენ. ასტეროიდის სიჩქარე საათში 39 000 მილს შეადგენდა და სანამ დედამიწამდე მიაღწია დაიშალა.

ასტეროიდის სიკაშკაშის დაფიქსირება ადგილობრივებმა და მედიის წარმომადგენლებმა შეძლეს. ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

კოსმოსურმა სააგენტო Catalina Sky Survey-მა, ობიექტი სახელად CAQTDL2 დღეს დილით აღმოაჩინა.

კოსმოსური სააგენტოს განმარტებით, დაახლოებით 1 მეტრის სიდიდის ასტეროიდები დედამიწას დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ეჯახება, თუმცა მათი დედამიწასთან შეჯახებამდე შემჩნევა ძალიან იშვიათად ხდება.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსები - როგორ დავიცვათ თავი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights