“მაიმუნის ყვავილი” | ჯანმო განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს – „ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. შესაძლებელია კანთან კონტაქტის გზით ან ძალიან ახლო მანძილიდან კონტაქტის დროს, როდესაც საუბრის დროს ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
„2022 წლიდან იყო პირველი აფეთქება როდესაც უკვე მაიმუნის ყვავილი აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ გავრცელდა“ – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 122 ქვეყანაშია მაიუმუნის ქყვავილი ამ ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული. 122 ქვეყნიდან 115 ქვეყანაში პირვეკლად. 7 ქვეყანაში ათწლეულებია გავრცელებულია.
„ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. შესაძლებელია კანთან კონტაქტის გზით ან ძალიან ახლო მანძილიდან კონტაქტის დროს, როდესაც საუბრის დროს ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ამ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არც ინფექციის გავრცელების და არც მისი მკურნალობის შესახებ არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობისთვის საჭირო პირობებიც არ არსებობს, რაც კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზია. მხოლოდ კონგოში, ინფიცირების მაჩვენებელი 15 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.
17 000 ინფიცირებული აფრიკის 13 ქვეყანაში და პირველი დადასტურებული შემთხვევა ევროპაში – ეს უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრული სტატისტიკაა. სწორედ ეს ფაქტები, რომ “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის კონტინენტს გაცდა და თანაც ინფიცირების წლევანდელი მონაცემები შარშანდელს 160%-ით აჭარბებს, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. ჯანმო-მ Mpox-ი გასულ კვირას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. აქვე გაკეთდა განმარტება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ახალი “კოვიდი” არ არის.
გარკვეულ ზონებში, შესაძლოა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა და იზოლირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იქ, სადაც მწვავე სიტუაცია და აფეთქებაა, დროულად უნდა დაიწყოს ვაქცინაცია. სწორედ ჯანმო-სთან შეთანხმებით, ერთ-ერთმა დანიურმა კომპანიამ (Bavarian Nordic BAVA.CO ) უკვე დაიწყო ვაქცინის ახალ პარტიაზე მუშაობა და, წლის ბოლომდე, 2 მილიონი ერთეულის წარმოებას გეგმავს.
საერთაშორისო მიმოსვლის, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკი, ბუნებრივად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს, რასაც ინფექციონისტები ადასტურებენ. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“მაიმუნის ყვავილის” წინა ტალღის დროს, 2022 წელს, საქართველოში ერთადერთი შემთხვევა გამოვლინდა.
„მაიმუნის ყვავილი“ ვირუსული დაავადებაა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა. ეს დაავადება ენდემურად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, თუმცა ამჟამად მისი გავრცელება უფრო ფართო ხდება.
საუბრობს ექიმი და ბლოგერი არჩილ მარაშანია “:
ხშირად დასმული კითხვები
ამჟამინდელი სტატისტიკა
ამჟამად, აფრიკის კონტინენტზე 13-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 500-ზე მეტი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პირველი შემთხვევა ევროპაში აღინიშნა შვედეთში.
სიმპტომები
„მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია ხელებზე, პირზე, სახეზე, გულმკერდზე და გენიტალიებზე. სხვა სიმპტომები მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, ლიმფური კვანძების გადიდებას, თავის ტკივილს, წელის და კუნთების ტკივილს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 4 კვირამდე.
როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი“?
ინფექცია გადამდებია და ხდება პირად კონტაქტზე. ინფექციის გადაცემა ხდება დაავდებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით (ახლო კონტაქტი – კანით კანზე, გამონაყართან კონტაქტით, ლორწოვანთან კონტაქტით, ნერწყვთან კონტაქტით, ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით და/ან სექსუალური კონტაქტით).
ეს მოიცავს:
- კანზე კანზე კონტაქტი
- გამონაყართან კონტაქტი
- ლორწოვანებთან კონტაქტი
- ნერწყვთან კონტაქტი
- ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტი
- სექსუალური კონტაქტი
მასალის გამოყენების პირობები