ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ როცა არ ხარ პროფესიონალი და საერთოდ არანაირი...

„კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ როცა არ ხარ პროფესიონალი და საერთოდ არანაირი სამედიცინო განათლება, მეცნიერული ან აკადემიური გამოცდილება“

კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ როცა არ ხარ პროფესიონალი და საერთოდ არანაირი სამედიცინო განათლება, მეცნიერული ან აკადემიური გამოცდილება – 1. მაიმუნის ვირუსის ახალი შტამი Clade 1b საშიშია და გააჩნია დაახლოებით 10%-იანი სიკვდილიანობა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვის დროს მაიმუნნის ვირუსზე საუბრობს და არუნ ხათრის პასუხობს:
„კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ როცა არ ხარ პროფესიონალი და საერთოდ არანაირი სამედიცინო განათლება, მეცნიერული ან აკადემიური გამოცდილება (უნივერსიტეტიც კი) არ გაქვს, გარდა იმისა, რომ “ბალახებს” ასაღებ (ღმერთმა იცის, რა არის იმ ბალახებში), აკეთებ აბსურდულ და შეუსაბამო განცხადებებს რეიტინგის ასაწევად. მართალია, ზოგჯერ ეს შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ ასეთი ქცევა უკვე მავნებლობაში გადადის. ჩვენ უკვე გვყავს “ბალახების” გამსაღებლები, და ახლა ეს ახალი “ექსპერტიც” დაემატა. ცნობისთვის, ინდოეთში თითქმის 7 წელი ვცხოვრობდი და კარგად ვიცი, რას ვამბობ.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მოღიმარი ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
ახლა ამ “ექსპერტის” კომენტარზე ჩემი პასუხი:
1. მაიმუნის ვირუსის ახალი შტამი Clade 1b საშიშია და გააჩნია დაახლოებით 10%-იანი სიკვდილიანობა.
2. ვირუსი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით; ის ვრცელდება კანის შეხების დროს (სექსუალური კავშირი, ჩახუტება, კოცნა, ხელის ჩამორთმევა და ა.შ.).
3. ამჟამად ამ ვირუსით ინფიცირებულთა 60% არის 18 წლამდე ბავშვი.
4. ამერიკაში ჯერ არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე, დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 3 ქვეყანაშია: შვედეთში, პაკისტანში და ფილიპინებში.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთი შარლატანების კომენტარები არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თავში უვარდებათ, და რაც ყველაზე საშიშია, საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს ცრუ წარმოდგენა, რომ თუ არავინ უპასუხა, ესე იგი, ყველამ, მათ შორის ექსპერტებმა, დაამტკიცეს მათი სიტყვები. ეს დაუშვებელია.
ბატონო “ექსპერტო,” მიხედეთ საკუთარ საქმეს და გააგრძელეთ ბალახების გასაღება…“

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პროფესორმა ფხაკაძემ ინოვაციური მიდგომა დანერგა, რათა გააცნოს და გაანათლოს ქართული საზოგადოება COVID
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights