სამედიცინო ცენტრი ვივამედი, საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ სწავლებისა და ტრენინგების ჩატარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ვივამედის თანამშრომლებმა, ამჯერადაც გაიარეს ჯანდაცვის ობიექტების უსაფრთხოების მართვის მიმართულებით სწავლება რაც მოიცავს:
სახანძრო უსაფრთხოებას;
კომუნალურ მენეჯმენტს;
საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნას და ჰოსპიტალში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების წესებს.
ტრენინგები მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას კლინიკის პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის.
ეს საბოლოო ჯამში, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან არიდებას, ხოლო ასეთის დადგომის შემთხვევაში – გამომუშავებული უნარ-ჩვევებით პაციენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.