სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorized67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვს მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვს მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ეს ბატონი 67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვია, რომელსაც ცოტა ხნის წინ მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია მოზრდილთა კარდიოქირურგებმა არტურ ლემონჯავამ და ავთანდილ ცინცაძემ გაუკეთეს.

ბატონ მიხეილს გულზე ოპერაცია 1997 წელს, სანკტ-პეტერბურგში ჰქონდა გაკეთებული. კერძოდ, მაშინ მას ჩაუტარდა აორტის სარქვლის პროთეზირება მექანიკური სარქვლით და მიტრალური სარქვლის პლასტიკა.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი: აღმავალი აორტის ანევრიზმა, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, აორტის პოზიციაში არსებული მექანიკური სარქველი.
პაციენტი საჭიროებდა მასშტაბურ განმეორებით ოპერაციას. აორტის პოზიციაში არსებული მექანიკური სარქვლის პროთეზირების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის სურვილი იყო, შეცვლილიყო ბიოლოგიური სარქვლით.
პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა საკმაოდ მასშტაბური და ხანგრძლივი ოპერაცია – მიტრალური სარქვლის პლასტიკა, აორტის რგოლის გაფართოება, აორტის სარქვლის რეპროთეზირება ბიოლოგიური სარქვლით, აღმავალი აორტის ანევრიზმის რეზექცია და პროთეზირება ხელოვნური სისხლძარღვოვანი პროთეზით, სამკარიანი სარქვლის პლასტიკა.
ოპერაციამ და პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე. პაციენტი ამჟამად თავს გრძნობს კარგად.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი 4 - რა შედეგები მოაქვს ალკოჰოლის შემცირებას...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights