სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესიენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი

ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი

ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზმი არის საკვების სითბურ, მექანიკურ ენერგიად და ენერგიის მარაგად გარდაქმნა. მარტივად რომ ვთქვათ, კალორიებს (საკვებში შენახულ ენერგიას) ვიღებთ, საკვები უფრო მცირე კომპონენტებად იშლება და საკვებში არსებული ქიმიური ენერგიის მარაგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და სამოძრაოდ გამოიყენება. ენერგიის რაღაც ნაწილი გარემოშიც იკარგება თერმოდინამიკის ოთხი კანონი არსებობს.

ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი თქვენი ჯანმრთელობის საფუძვლები არიან. მათი მართვა და ოპტიმიზაცია სერიოზულად შეიძლება შეცვალოს თქვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური ფორმა. სწორად შეარჩიეთ საკვები, იზრუნეთ ფიზიკური აქტივობის გაზრდაზე და შეამოწმეთ თქვენი მეტაბოლიზმი რეგულარულად.

ეს თავი ყურადღებას ძირითადად თერმოდინამიკის პირველ კანონზე ამახვილებს. თერმოდინამიკის პირველი კანონი, რომელსაც ასევე ენერგიის შენახვის კანონს უწოდებენ, გვეუბნება, რომ ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლა შეიძლება, მაგრამ იგი თავისით ბუნებაში ვერც გაჩნდება და ვერც გაქრება. ეს ფიზიკის ემპირიული კანონია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე სისტემაში ამ კანონის დარღვევა შესაძლებელია. ადამიანებისა და კვების კონტექსტში, თუ ინდივიდი 2500 კალორიას მიიღებს, ეს 2500 კალორია ნებისმიერ შემთხვევაში აღირიცხება. კალორიები ენერგიის გამომუშავებისთვის, სასიცოცხლოდ ან სითბოს გამოსაცემად გამოიყენება ან შემდგომში გამოსაყენებლად ინახება

არცერთი ადამიანი არ არის ერთმანეთის მსგავსი და ერთი რაოდენობის კალორიების მიღებამ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.

ენერგია შესაძლოა ან შემდგომი გამოყენებისთვის ინახებოდეს (პოტენციური) ან მოძრაობისთვის გამოიყენებოდეს (კინეტიკური). მაგალითად, საკვები, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, პოტენციურ ენერგიას ქიმიური ბმების სახით შეიცავს. პოტენციური ენერგია ასევე გვხვდება მოლეკულურ ბმებში, რომლებსაც ადამიანის სხეული მარაგში სხვადასხვა ფორმით ინახავს, მაგალითად, ცხიმოვან ქსოვილებად ან ღვიძლსა და ჩონჩხის კუნთებში – გლიკოგენად.

მოძრაობის უნარი ენერგიის მუდმივ მიწოდებას მოითხოვს და პოტენციური ენერგიის წყაროებიდან კინეტიკური ენერგიის წარმოქმნის პროცესს მეტაბოლიზმი ჰქვია.

ვინაიდან შემდგომი გამოყენებისთვის პოტენციური ენერგიის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის შენახვა შეგვიძლია, ადამიანის სხეულს სასიცოცხლოდ (ბაზალური მეტაბოლური ფუნქციები) და ფიზიკური აქტივობისთვის (მოძრაობის ნებისმიერი ფორმა, ასევე ვარჯიში) საკვებით მუდმივი უზრუნველყოფა  სჭირდება.

  "ამ ინიციატივაში ვუერთდებით გიორგი ფხაკაძეს"- პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი, ვალიტა გორელჩანიკი

ბაზალური მიმოცვლა ბაზალური კალორიების მეტაბოლიზმის გამოთვლის რამდენიმე ფორმულა არსებობს.

ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნება ენერგეტიკული ბალანსი არის საკვებითა და სასმლით მიღებულ კალორიებს გამოკლებული საჭმლის მონელებისა და ერთ-ერთია ყველაზე ფართოდ ცნობილი ჰარის-ბენედიქტის ფორმულა. იხილეთ ზოგადი სქემა ამ ფორმულის გამოყენებით კალორიების ძირითადი გაცვლის გამოსათვლელად:

მამაკაცებისთვის: ბაზალური

მეტაბოლური მაჩვენებელი (დღეში

კალორიებში) = 88,362 + (13,397 ×

წონა კგ-ში) + (4,799 × სიმაღლე სმ-ში)

– (5,677 × ასაკი წლებში);

ქალებისთვის: ბაზალური

მეტაბოლური მაჩვენებელი (დღეში

კალორიებში) = 447,593 + (9,247 ×

წონა კგ-ში) + (3,098 × სიმაღლე სმ-ში)

– (4,330 × ასაკი.

ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლს თამაშობს. ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობას, წონის მართვაზე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights