შაბათი, ნოემბერი 16, 2024
მთავარისიახლეებიხელის ჰიგიენის როლი ინფექციების გავრცელებაში - ექიმ ეპიდემიოლოგის, რუსუდან ხაჭაპურიძის რჩევები

ხელის ჰიგიენის როლი ინფექციების გავრცელებაში – ექიმ ეპიდემიოლოგის, რუსუდან ხაჭაპურიძის რჩევები

ქუთაისის “შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის” ექიმი ეპიდემიოლოგი, რუსუდან ხაჭაპურიძე საზოგადოებას მიმართავს:

ხელის ჰიგიენის როლი ინფექციების გავრცელებაში

სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებაში ხელის ჰიგიენას გადამწყვეტი როლი ეკისრება. დადგენილია რომ ჩვეულებრივ ხელზე ყოველ 1 კვადრატულ სანტიმეტრზე  100–1000 მიკროორგანიზმია, რომლის 10% კანის ღრმა შრეებშია მოთავსებული, დიდი რაოდენობით არის მოტავსებული ბრჩხილების არეში.

ევროპის საავადმყოფოებში ყოველწლიურად 5 მილიონი ინფექცია გვხვდება, შემთხვევათა 70%, არ იცავდა ხელის ჰიგიენას, რამაც განაპირობა დამატებით 25 მილიონი საწოლდღე   და 13–24 მილიარდი ევროს ეკონომიკური ტვირთი.

დაუბანელ ხელზე გვხვდება  კონკრეტული ინდივიდისათვის დამახასიატებელი (ე.წ. რეზიდენტური) და ტრანზიტორული მიკროფლორა.

რეზიდენტური მიკროორგანიზმებია : Corynebacterium spp(დიფტეროიდები), Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus.

ტრანზიტორული მიკროორგანიზმები – E. coli, Klebsiella spp., Pseudomonas spp., Salmonella spp, სხვა გრამ(-) მიკრობები,

  1. aureus, C. Albicans, როტავირუსები

სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენას გადამწყვეტი მნისვნელობა ენიჭება სამედიცინო მანიპულაციასთან ასოცირებული (სმაი) ინფექციების გავრცელებაში.

კანის დაზიანებულ ადგილებში შეიძლება კოლონიზირდეს მიკრობთა მდგრადი(ჰოსპიტალური) ფორმები, რომლებიც აყალიბებენ პერსონალის ხელის რეზიდენტულ(მაგრამ არა ნორმალურს) ფლორას. ამ შემთხვევაში პერსონალის ხელები არის როგორც ინფექციის გავრცელების ფაქტორი, ასევე-რეზერვუარი.

მიკრობების კოლონიზირება კანზე

  • პაციენტის დაუზიანებელი კანის 1სმ2 -ზე არის S. aureus, Pseudomonas spp, Klebsiella spp, Acinetobacter spp 100 მილიარდი კოლონომაფ. ერთეული
  • ყოველდღიურად კანს სცილდება 1 მილიონი გარქოვანებული ნაწილაკი, რომელიც შეიცავს სიცოცხლისუნარიან მიკროორგანიზმებს (staphylococcus, enterococcus და სხვ)
  • ე.წ. სუფთა მანიპულაციებისას მედპერსონალის ხელი კონტამინირდება მაგ. Klebsiella spp 100–1000 კ.ე.
  • იზოლირებული პალატიდან გამოსვლისას 15%-ში მედპერსონალის ხელი კონტამინირებულია S. aureus 10 000 კ.ე.
  • სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის ხელი 29%-ში არის S. aureus მატარებელი და 17–30% -ში გრამ (-) ბაქტერიებს ―ფრჩხილების არეში 1სმ2-ზე არის 75-ჯერ მეტი მიკრობი, ვიდრე ხელის დანარჩენ არეებში

ტრანსმისიისას მიკრობები არ იღუპებიან და ინარჩუნებენ გამრავლების უნარს!

  • ხელზე მოხვედრილი მიკრობები 2-30 წუთში იწყებენ გამრავლებას და კოლონიების ფორმირებას
  • პროცედურის/მანიპულაციის ჩატარების შემდეგ ხელის ჰიგიენა უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად

არასწორი ჰიგიენის შედეგად ხელები რჩება დაბინძურებული!

  • ხელი რჩება დაბინძურებული, თუ არასაკმარისი მოცულობით ვიყენებთ ჰიგიენის საშუალებებს, ან არ ვიცავთ დამუშავების ხანგრძლივობას.
  • მხოლოდ საპნით და წყლით დაბანისას ტრანზიტორული მიკროფლორა არ სცილდება სრულად, საჭიროა დამატებით ხელის დეზინფექტანტით დამუშავება.

 ხელის დაბანის სამი დონე არსებობს :

 ჩვეულებრივი დაბანა – საპნითა და თბილი წყლის გამოყენებით.

ხელის ჰიგიენური დაბან – ჩვეულებრივი დაბანის შემდეგ  ხდება ანტისეპტიკით ხელის დამუშავება.

ქირურგიული დაბანა – ვიყენებთ ანტისეპტიკს ორჯერადად ხელის დაბანის შემდეგ.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 15 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 15 ნოემბერი

15 ნოემბერი 2024
ღია სამზარეულო – 4 საინტერესო იდეა შთაგონებისთვის

ღია სამზარეულო – 4 საინტერესო იდეა შთაგონებისთვის

ნოემბერი 16, 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
საქართველოს და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა დღეს ბათუმის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა დღეს ბათუმის სტადიონზე გაიმართება

16 ნოემბერი 2024
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights