რა არის პოსტკოვიდური მდგომარეობა?
პოსტკოვიდური მდგომარეობა წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ყურადღებასა და მკურნალობას. დროული დიაგნოზი და კომპლექსური მკურნალობა პრობლემების მართვის ეფექტური გზა არის.
საუბრობს კლინიკა “ვივამედის” კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში „იმუნიტეტი“:
„კოვიდპანდემიის დროს, დაახლოებით 7 მილიონამდე პაციენტი დაიღუპა. დიდი ნაწილი გადარჩა.
ამ პაციენტების დიდ ნაწილს მწვანე კოვიდინფექციის შემდეგ გაუგრძელდათ ეს სიმპტიმატიკა და გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ამას დაარქვეს ლონგ კოვიდი, ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი.
არის პაციენტების მეორე კაგეტორია, რომელთაც თითქოს, დაუმთავრდათ დაავადება, მაგრამ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ კვლავ დაეწყოთ იგივე სიმპტომატიკა. სწორედ ეს პაციენტები მოიაზრებიან პოსტკოვიდის კატეგორიაში და აღენიშნებათ ის ჩივილები, რაც ქონდათ კოვიდის პერიოდში:
- ძირითადად დაღლილობა
- ქოშინი
- ხველა
- ტაქიკარდია
- ცხელება
- თავის ტკივილი
- სახსრების ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- დეპრესია
- უძილობა
- თმის ცვენა.
ყველაფერი ეს წამოვიდა წინა პლანზე.
ყველაზე ხშირი იყო ქოშინი, დაღლილობა და ხველა. სხვადასხვა კვლევებით, ფაქტობრივად, ეს 10-დან 40%-მდე პაციენტს აღენიშნებოდა…“
ვივამედი • Vivamedi გთავაზობთ ექიმების უფასო კონსულტაციას და მნიშვნელოვან ფასდაკლებას ლაბორატორიული კვლევის პაკეტებზე
მასალის გამოყენების პირობები