სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? 

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? 

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი?

სალმონელოზი არის ბაქტერიოლოგიური დაავადება, რომელიც გადაეცემა სურსათით, ძირითადად ხორცით და მისგან დამზადებული პროდუქტით. პრევენციისთვის აუცილებელია სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ჰიგიენის ნორმების დაცვა. 

საუბრობს  ნაწლავური ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემურ ქველიძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”.

„სალმონელა ეს ისეთი ბაქტერიაა, რომელსაც 2200-მდე სეროვარი აქვს.  ის ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც საკმაოდ აქტუალურია. საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. სალმონელას ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს. კვერცხის გარეცხვა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი.ასევე, თოხლო კვერცხი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს მოხარშული. რადგანაც, თავად სალმონელა გარემო პირობების მიმართ საკმაოდ გამძლეა. ხორცი ყოველთვის უნდა დავანაწევროთ და ისე მოვხარშოთ. იმიტომ, რომ შესაძლოა, ის 2 ან მეტი საათის განმავლობაში ვხარშოთ, მაგრამ მის სიღრმეში ბაქტერიის ბუდე მაინც იყოს. დაბინძურებული საკვებით ადამიანის ინფიცირება ძალიან იოლია. საკვების გემო, სუნი, ფერი ამ ბაქტერიის ზემოქმედებით არ იცვლება და ამიტომაცაა, რომ უფრო მეტად საშიში და ვერაგია. სალმონელოზს სხვადასხვა კლინიკური ნიშანი აქვს. ესენია: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სხვა. ასევე, ინტოქსიკაციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება. ღებინებისა და ფაღარათის დროს ადამიანი სითხეს კარგავს. ამიტომ, ვიდრე ექიმთან მივა, დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს.“

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ინსულინის პომპების ნაწილში რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა“ - გაბუნია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights