სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა

ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურების მოწესრიგების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო და არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა ამ ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებას. მისი ეფექტები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყებს ამოქმედებას. ბრძანების ამოქმედების შემდეგ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება პაციენტი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ის პირადად წავიდეს რეცეპტით ხელში სააფთიაქო ქსელში, იშოვოს მედიკამენტი და უკან მიბრუნდეს იმავე კლინიკაში, სადაც გადასხმა უნდა გაეკეთებინა, მოუგვარდება საკითხი ასე – როდესაც პაციენტი მიიღებს რეცეპტს და ეს მოხდება კონკრეტულ კლინიკაში, კლინიკა ფარმაცევტულ ქსელს თავად დაუკავშირდება, მისგან სამი დღის ვადაში მედიკამენტს მიიღებს და პაციენტს დახვდება ადგილზე ეს მედიკამენტი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ამ მიმართულებით ეს სიახლე ხომ არ გაზრდის ხარჯებს – მინისტრი ასე პასუხობს:

„არ არის მარტივი სიახლეების დანერგვა, თუმცა ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვქონდა თავად კლინიკებთან და ექიმებთან. აღმოჩნდა სისტემა მზად იმისთვის, რომ ეს სიახლე დანერგილიყო. ამას დასჭირდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, ადამიანური რესურსებით გამართვა. არ მგონია და არავის უთქვამს, რომ ეს ხარჯების რაიმე რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. ხარჯების არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის – ეს შეიძლება გადაჭრით ითქვას.

სამწუხაროდ, არსებობს მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გამოწვევები. ამ კონკრეტული რეფორმის მიზანი გახლდათ ის, რომ ლოგისტიკური საკითხი დარეგულირებულიყო. როდესაც დეფიციტი არსებობს, ამ ლოგისტიკური საკითხის გადაჭრის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად დგას. ეს აქტუალური საკითხია და დღეს სამწუხაროდ, გარკვეულ პრეპარატებზე და რაოდენობაზე დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ავოკადოსა და მოცვის სმუზი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights