სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.

რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.

ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ყოველდღიური ჩვევა, რომელმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მოგვაყენოს - პირდაპირ ცვლის ტვინის სტრუქტურას და ზრდის დეპრესიისა და შფოთვის რისკს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights