სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ ცუდ ბაქტერიებს ანადგურებს

ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ ცუდ ბაქტერიებს ანადგურებს

ანტიბიოტიკები გვიცავენ, მაგრამ მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი ვნებენ როგორც ცუდ, ისე კარგ ბაქტერიებს. განურჩევლად კლავენ როგორც “კარგს” და “ცუდს”.

ასეთი მედიკამენტის ერთ კურსს შეუძლია არა მხოლოდ გაანადგუროს დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, არამედ უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაწლავებზე და შესაბამის მიკრობებზე. ეს გავლენა შეიძლება სოკოების ჭარბ განვითარებაშიც გადაიზარდოს. მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ქალებში სოკოვანი ინფექციების განვითარების შანსები 30%-ით იზრდება.

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები გამოსავალზე მუშაობენ. ღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, სახელწოდებით ლოლამიცინი, რომელიც გრამ-უარყოფით პათოგენებზე მოქმედებს, მაგრამ სხვა მიკრობებს არ

წამლის ადამიანებზე ტესტირებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის ანტიბიოტიკების მომავალი.

გრამ-უარყოფითი ბაქტერიები ნაწლავებში, ფილტვებში, შარდის ბუშტსა და სისხლში ინფექციების ხშირი მიზეზია. მათი განადგურება საკმაოდ რთულია. ისინი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები არიან და ეს სერიოზული პრობლემაა.

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს შეუძლიათ როგორც გრამ-უარყოფითი, ისე გრამ-დადებითი ბაქტერიების მოკვლა. მეცნიერების თქმით, აუცილებელია ისეთი მედიკამენტის შემუშავება, რომელსაც შეუძლია კონკრეტულად გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურება.

ლოლამიცინის მსგავსი პრეპარატი სწორედ ამას აკეთებს. ლაბორატორიული ცდების დროს, ანტიბიოტიკმა მხოლოდ ის ბაქტერიები გაანადგურა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მღრღნელებში ლოლამიცინი ასევე წარმატებით გამოიცადა მწვავე პნევმონიისა და სისხლის ინფექციების წინააღმდეგ. ამის პარალელურად, არაფერი დაუშავდა ნაწლავის მიკრობიომს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მედიკამენტს გავლენა არ ჰქონდა გრამ-დადებით ბაქტერიებზე და არაპათოგენურ გრამ-უარყოფით კომენსალურ ბაქტერიებზე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში - მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights