სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - რამდენად ხშირად იწვევს მარიხუანა ფსიქოზს

კვლევა – რამდენად ხშირად იწვევს მარიხუანა ფსიქოზს

დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა მარიხუანის მოხმარება ფსიქოზთან დააკავშირეს, მაგრამ რამდენად ხშირად და რატომ ხდება ასე? 

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამის გასაგებად 162 სხვადასხვა ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც ჯამში 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს აერთიანებს.

შედეგად, დადგინდა, რომ კანაფის მომხმარებლებში დაახლოებით ყოველი 200-დან 1 ადამიანში (0.5%) ფსიქოზური ეპიზოდი იჩენს თავს, რაც ჰალუცინაციების, დელუზიებისა და პარანოიის სახით ვლინდება.

წარსულ მიგნებებთან თანხმობაშია ისიც, რომ რისკი იზრდება იმ ზრდასრულ ახალგაზრდებსა და განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მენტალური პრობლემები მანამდეც აწუხებდათ. აღსანიშნავია, რომ, წინა კვლევებისგან განსხვავებით, 2 გენი, COMT და AKT1, ახლა ფსიქოზთან ვერ დააკავშირეს.

საინტერესოა, რომ ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას ადრიდანვე და ხშირად იყენებდნენ, სხვებთან შედარებით მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების რისკის ზრდა არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, ყოველდღიური მოხმარება ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, საფრთხეს ამძაფრებდეს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფსიქოზის რისკზე ყველაზე მეტად სქესი (მდედრობითი) და ასაკი (ახალგაზრდა) ახდენს გავლენას.

უკანასკნელი კვლევისას გაანალიზებული ადამიანების უმეტესობა რეკრეაციულ კანაფს მოიხმარდა, 15% სამედიცინოს, 1% კი ტეტრაჰიდროკანაბინოლის საკვლევ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. ეს სამი შრე მეცნიერებისთვის საკითხის გაანალიზების უნიკალური საშუალება იყო.

მარიხუანით პროვოცირებული ფსიქოზური ეპიზოდების სიხშირე სამივე ჯგუფში განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ და მესამე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19% და 21% იყო, მეორეში კი — 2%.

ავტორების თქმით, ეს ნიშნავს, რომ კანაფის მოხმარება ფსიქოზის სიმპტომების გაჩენის შანსს ზრდის მიუხედავად იმისა, ის რეკრეაციულია, სამედიცინო თუ კონტროლირებად ექსპერიმენტებში გამოყენებული.

კვლევა გამოქვეყნდა Nature Mental Health-ში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ექიმები ჯანმრთელობისთვის მიყენებულ სერიოზულ ზიანსა და მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი მცირეწლოვნებზე კეთდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights