პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტრო„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი“

„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი“

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
გასულ წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 48 249 500 ლარს შეადგენდა. უწყების მთავარი ფინანსური დოკუმენტი 99,3 %-ით შესრულდა. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სერვისი 90 000-მდე მოქალაქეს მიეწოდა.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი, სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 13 322 054 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით 2 337 601 ლარი, ხოლო დასაქმების სააგენტოს პროგრამებისთვის 533 779 ლარი.
2023 წელს, სამინისტრომ დაიწყო – გეგმიური და ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდის დაფარვა, სრულად. ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების და თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის საჭირო კვლევების დაფინანსება.
გასულ წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სხვადასხვა საჭიროებებისთვის გამოიყო 6 617 479 ლარი.
მინისტრმა სხდომაზე სამინისტროს მიმდინარე წლის I კვარტლის შესრულების ანგარიშიც წარადგინა. 2024 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს, გასული სამი თვის განმავლობაში 87,6 %-ის შესრულდა.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დიალიზის ცენტრები 2 600 მოქალაქეს უკვე ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში ემსახურება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights