შაბათი, ნოემბერი 16, 2024
მთავარიშენი ექიმიინფექციური მონონუკლეოზი - „კოცნის დაავადება“

ინფექციური მონონუკლეოზი – „კოცნის დაავადება“

მონონუკლეოზს “კოცნის დაავადებასაც” უწოდებენ?!

მონონუკლეოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება, გამომწვევია ებშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც ჰერპესვირუსებს მიეკუთვნება, ვრცელდება ინფიცირებული ადამიანიდან ჯანმრთელ ადამიანზე წვეთოვანი და კონტაქტური გზით, ამის შემდეგ ვითარდება ინფექციური მონონუკლეოზი.

მონონუკლეოზის სიმპტომები

დაავადების ნიშნები გამოიხატება: მაღალი სიცხით ან მის გარეშე,  ყელის და თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, უხასიათობით, კუნთების და სახსრების ტკივილით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, მთავარი ნიშნები როგორც წესი, სიცხის გარდა არის – ანგინა, ლიმფური კვანძების გადიდება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს, ხანდახან ვლინდება ერთი რომელიმე სიმპტომი ან ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთა ერთობლიობა.

დიაგნოსტიკა

მონონუკლეოზზე ეჭვის მიტანა ხდება კლინიკური ნიშნების მიხედვით, რაც მომდევნო ეტაპზე დასტურდება ლაბორატორიული გამოკვლევებით ებშტეინ-ბარის ინფექციის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრით. სისხლის საერთო ანალიზში ატიპიური მონონუკლეარების და ლიმფოციტების აღმოჩენა დაავადების არსებობაზე მიუთითებს. ლაბორატორიულად შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების მომატება, რაც  ებშტეინ-ბარის ვირუსის მიერ ღვიძლის მწვავე დაზიანებაზე მიუთითებს.

აქვე შეგახსნებთ, რომ ღვიძლის ფუნქციური სინჯები შეგიძლიათ ჩაიტაროთ თოდუას კლინიკაში.

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

თუ ანგინამ და ლიმფური კვანძების გადიდებამ, განსაკუთრებით ყბისქვეშ და კისრის არეში გამოიწვია სუნთქვის უჩვეულო გაძნელება, ამჩნევთ, რომ დროთა განმავლობაში გიჭირთ ყლაპვა, გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, აუცილებელია, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

მონონუკლეოზის მსუბუქი და საშუალო ფორმების დროსაც კი საჭიროა სიფრთხილე და ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

ინფექციური მონონუკლეოზის დროს დიდდება როგორც ღვიძლი, ასევე ელენთა, თავიანთ ზომას ისინი დროთა განმავლობაში უბრუნდებიან. შესაძლებელია განვითარდეს გამონაყარი. ზოგჯერ დაავადების გადატანის შემდეგ თვეობით რჩება თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, დაღლილობა.

მონონუკლეოზის მკურნალობა

დაავადების  სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, მსუბუქი ფორმის დროს რეკომენდებულია სიმპტომური საშუალებების – სიცხის დამწევის და ვიტამინების მიღება, სითხეებით დატვირთვა და დიეტა, საშუალო და მძიმე მიმდინარეობისას დაავადების პირველ 2 კვირაში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი.

ჰორმონოთერაპია ტარდება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს კლინიკურად გამოხატული ლიმფური კვანძების და ელენთის გადიდება, ანგინა და მაღალი ტემპერატურა, რომელიც ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ბაქტერიული ინფექციის თანდართვის შემთხვევაში, რომელიც არც თუ ისე იშვიათი გართულებაა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 15 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 15 ნოემბერი

15 ნოემბერი 2024
მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

ნოემბერი 15, 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

15 ნოემბერი 2024
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights