სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები იხვეწება და უფრო სრულყოფილი...

„შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება“

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, წარმატებით ხორციელდება პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ შესახებ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის გარდა, დაიხვეწა მისი გამოყენების შესაძლებლობა, რამაც მოსარგებლეს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. პროგრამა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს და ვაუჩერის მფლობელს სასურველი დროის შერჩევა თავად შეუძლია.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და იხვეწება.

წელს პროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერების რაოდენობა გაიზარდა და 3000-ს გადააჭარბა. პროგრამა გახდა უფრო მოქნილი. თუ ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას ვაუჩერით მოსარგებლეს რომელ სასტუმროში უნდა დაესვენა, დღეს მოსარგებლე არჩევანში თავისუფალია. მუდამ მზად ვართ, ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებს გვერდით დავუდგეთ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights