სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მედივიტანი iV FS

მედივიტანი iV FS

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ


 
მედივიტანი®
მზა შპრიცი 5მგ, 1მგ, 1,05მგ საინექციო ხსნარი
 
აქტიური ნივთიერება:
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ციანოკობალამინი,
ფოლიუმის მჟავა
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქიას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი გამოიყენეთ ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცვტის ან სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით.
• შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციის 4. პუნქტში.
• თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
 
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს მედივიტანი® იV და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია მედივიტანი® იV-ს გამოყენებამდე.
3. მედივიტანი® იV-ს მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. მედივიტანი® იV-ს შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია.
 
1. რას წარმოადგენს მედივიტანი® იV და რისთვის გამოიყენება?
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცი არის ვიტამინის პრეპარატი.
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცი გამოიყენება B6 ვიტამინის, B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავას კომბინირებული დეფიციტისას, რომლის ანაზღაურება შეუძლებელია კვების მეშვეობით.
 
2. ინფორმაცია მედივიტანი® იV-ს გამოყენებამდე
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის გამოყენება არ შეიძლება
– თუ აღინიშნება ალერგია პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის, ციანოკობალამინის, ფოლიუმის მჟავას ან სხვა ნებისმიერი პუნქტში 6 აღნიშნული დამხმარე ნივთიერების მიმართ.
– თუ სახეზეა ქსოვილის ანთებითი ცვლილებები გამოყენების ადგილას.
– ფოლიუმის მჟავას მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ეჭვის შემთხვევაში.
– მეგალობლასტენემიისას B12 ვიტამინის იზოლირებული დეფიციტის შედეგად.
– იზოლირებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტისას.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის გამოყენებამდე.
ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი ინექციისას.
კუნთში ინექციისას კეთდება ნელი და ღრმა ინექცია.
 
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალეები ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის თერაპიულმა დოზირებამ შესაძლოა დაასუსტოს L-დოპას მოქმედება. არსებობს ურთიერთქმედბები INH, D-პენიცილამინებსა, ციკლოსერინს შორის. ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ეფექტი შესაძლოა დასუსტდეს ან გაქრეს მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის გამოენებისას. მატულობს კრუნჩვის ზღვარი ანტიკონვულსიური თერაპიისას, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავას მაღალი დოზირების გამოყენებისას.
 
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა:
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, თუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
 
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არის საჭირო განსაკუთრებული ზომების მიღება.
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცი შეიცავს ნატრიუმს, მაგრამ 1 მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 5მლ საინექციო ხსნარზე, ე.ი. თითქმის ნატრიუმის გარეშეა.
 
3. მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის გამოყენების წესი:
ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ყოველთვის ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის ერთი დოზა 2X კვირაში კუნთში ან ვენაში ინექციის გზით და ეს თერაპია უნდა ჩატარდეს 4 კვირის განმავლობაში (ჯამში 8 ინექცია).
ინტესტინალური რეზორბციის დარღვევისას უნდა ჩატარდეს მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის კუნთში ან ვენაში ინექცია 4 კვირიანი შუალედის დაცვით.
ინქეციებს შორის ყოველდღე უნდა მიიღოთ ფოლიუმის მჟავა პერორალურად.
 
გამოყენების წესი:
გამოიყენება კუნთში ან ვენაში ინექციის გზით.
გთხოვთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ ეჭვი, რომ ეს მედიკამენტი მოქმედებს თქვენზე ძალიან ძლიერად ან პირიქით სუსტად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიის მიხედვით:
• ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე მეტში
• ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1 დან 10-ში
• არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
• იშვიათი: ვლინდება 10 000 პაცინტიდან 1-დან 10-ში
• ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში
• უცნობია სიხშირე: არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა.
 
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
ძალიან იშვაითად გამოვლინდა ციანოკობალამინის პარენტერალური გამოყენებისას აკნე, ეკზემატოზური და ურტიკარიული წამლის რეაქციები, ასევე ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.
ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანის რეაქციები, ჭინჭრის ცხელეა, შოკური მდგომარეობა) ფოლიუმის მჟავას მიმართ.
მაღალი დოზირებით ფოლიუმის მჟავის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
გაფრთხილება გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის იძლევა მედიამენტის გამოყენების რისკ-სარგებელის შეფასების კონტროლის საშუალებას. მედიცინის სპეციალისტები ვალდებული არიან არასასურველი წამლის რეაქციები შეიტანონ არასასურველი წამლის მოქმედებების შესავსებ ფორმულარში (ჰტტ://წწწ.ბფარმ.დე).
 
5. მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის შენახვის პირობები:
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ჭურჭელზე ან შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
 
შენახვის წესი:
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
 
მითითება ვარგისიანობის შესახებ გახსნის ან მომზადების შემდეგ:
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცი უნდა გამოიყენოთ უშუალოდ ხსნარში გაზავების შემდეგ.
 
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცი
• აქტიური ნივთიერება არის პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ციანოკობალამინი და ფოლიუმის Mმჟავა
4 მლ საინექციო ხსნარი I შეიცავს: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 5მგ, ციანოკობალამინს 1 მგ
1 მლ საინექციოს ხნსარი II შეიცავს: ფოლიუმის მჟავას 1,05 მგ
• დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
 
მედივიტანი® იV-ს მზა შპრიცის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
შპრიცის წინა კამერაში 1: წითელი, სუფთა საინექციო ხსნარი I
შპრიცის უკანა კამერაში 2: ყვითელი, სუფთა საინექციო ხსნარი II
1 საწყისი შეფუთვა შეიცავს 4/8/16 მზა შპრიცს (ორ კამერიანი სისტემით) უსაფრთხოების კანულით.
 
ფარმაცევტული მწარმოებელი და საწარმო:
MEDIჩE Aრზნეიმიტტელ Püტტერ GმბH & ჩო. KG, კულოვეგ 37, D-58638 იზერლონი,
ტელ: 02371/937-0, ფაქსი: 02371/937-329,
წწწ.მედიცე.დე, ელ-ფოსტა: ინფო@მედიცე.დე
ეს ინსტრუქცია უკანასკნელად შესწორებულია 2013 წლის ნოემბერში.
თარიღი: 21 იანვარი 2015, 11 : 19
გვერდი: 1/2 2/2
ელემენტის ნომერი: 403000421902
ელემენტის დასახელება: GI Mედივიტან იV Fეშპრ
ზომები: 240 × 300 მმ
ფერები: შავი
 

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights