სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიეს ძალიან ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული - რა იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, რა...

ეს ძალიან ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული – რა იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, რა სიმპტომებით ვლინდება ის

რა იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, რა სიმპტომებით ვლინდება ის, როგორ ვუმკურნალოთ?

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანამგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდზე საუბრობს:

„საშოდან გამონადენი თუ გაწუხებთ, რომელსაც შესაძლოა, არასასიამოვნო სუნი, ქავილი, წვა, სქესობრივი კონტაქტის დროს დისკომფორტი ჰქონდეს და თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი პერიოდულად მწვავდება, ან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ან კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან. მაგალითად, მწვავდება ყოველი მენსტრუაციის დროს ან შემდგომ, დიდი ალბათობით, ბაქტერიული ვაგინოზი გაქვთ.

ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრივად გადამდები ინფექცია არ არის. ის საშოში ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. საშო სტერილური ორგანო არ არის. მასში თანაცხოვრობენ როგორც ბოროტი, ასევე კეთილი ბაქტერიები. ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ბოროტი ბაქტერიები მრავლდება, მათი რაოდენობა აჭარბებს კეთილი ბაქტერიების რაოდენობას და არეულობა იწყება. შედეგად, ვიღებთ ბაქტერიულ ვაგინოზს და იმ სიმპტომებს.

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითების შედეგია.  შეიძლება ეს ძალიან ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, –  სიცივე, გადაღლა, სტრესი, ყოველდღიური პაკეტების რეგულარული გამოყენება, საშოს გამორეცხვა, ხანგრძლივი და ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია…

საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, დათვალიერება ხდება, რომლითაც საშოს ნაცხის მჟავიანობას განვსაზღვრავთ. საშოს ნაცხს მჟავე გარემო აქვს. როცა ბაქტერიული ვაგინოზია, ტუტე გარემო იქმნება“.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევის საინტერესო შედეგები - რატომ იწყებს ზოგი ბავშვი ლაპარაკს ადრე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights