როცა ვსაუბრობთ წონის მატებასა და ზედმეტ კილოგრამებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გავლენას ახდენენ ჩვენს მადაზე, თუ რამდენ კალორიას ავითვისებთ და როგორ მოვინელებთ მიღებულ საკვებს.
აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ყველა მართმადიდებელი განსაკუთრებული სიყვარულით აღვნიშნავთ, თან ახლავს ყველასათვის საყვარელი პასკა, აღდგომის კვერცხი, ნოყიერი, გემრიელი საკვები, რაც დიდი გამოცდაა მარხვის შემდგომ ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის. სწორედ ამ პერიოდში სააღდგომო სუფრა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ისეთ ჩივილებს, როგორებიცაა: მუცლის შებერილობა, ყაბზობა, დიარეა და, რაც მთავარია, ზედმეტი კილოგრამები. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად მარხვის შემდეგ და თავიდან ავიცილოთ წონაში მატება?– ამ თემაზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ლაშა უჩავა.
- რა უნდა გავითვალისწინოთ მარხვის შემდგომ კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლისას?
ლაშა: მარხვის პერიოდში ადამიანთა უმრავლესობა იღებს ცომეულს, ნახშირწყლებს, პარკოსნებს, ე.წ. სამარხვო შოკოლადსა და სხვადასხვა პროდუქტს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ერთ-ერთი პირველია, რომელზეც მარხვის დასრულების შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, რადგან ცხოველური და რძის ნაწარმის შეზღუდვის ფონზე მასში მცირდება მეგობარი ბაქტერიებისა და მათი ჩართულობით გამომუშავებული ფერმენტების რაოდენობაც. ასეთ დროს ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესული და რთული პროცესია. ერთი კვირა მაინც არის საჭირო, ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი მეგობარი ბაქტერიები და ფერმენტები აღიდგინოს. არ არის რეკომენდებული, მეორე დღესვე მივირთვათ ყველა სახის პროდუქტი. როცა ვსაუბრობთ აღდგომაზე, როდესაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აღდგომის კვერცხი და პასკაა, დასაწყისისთვის უმჯობესია, მივირთვათ ერთი ნაჭერი პასკა და ერთი მოხარშული კვერცხი. სასურველია, პირველ ეტაპზე საკვებ რაციონში ჩავრთოთ რძის პროდუქტები – მაწონი, კეფირი, იოგურტი, შემდეგ კი თანდათან გადავიდეთ რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე, მოხარშულ, ჩაშუშულ ან გამომცხვარ ხორცეულზე. გარნირად შეგვიძლია მივირთვათ ბოსტნეული. პირველი ორი დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მჟავე საკვები, უნდა მოვერიდოთ ნაყროვანებას.
- მარხვის შემდეგ,ხშირად უამრავი ადამიანი უჩივის წონის მატებას, მუცლის შებერილობას, გადავსების შენგრძნებას, ყაბზობას ან დიარეას. რითი უკავშირდება საკვების რაციონის ცვლილება აღნიშნულ ჩივილებს?
ლაშა: დიახ, ამ პერიოდში აღნიშნულ პრობლემებს უამრავი ადამიანი უჩივის და ეს გასაკვირიც არ არის. მოდი, მარტივად ავხსნათ მეგობარი ბაქტერიებისა და კუწ-ნაწლავის მიკროფლორის გავლენა სხვადასხვა პრობლებზე. როცა ვსუბრობთ წონის მატებასა და ზედმეტ კილოგრამებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გავლენას ახდენენ ჩვენს მადაზე, თუ რამდენ კალორიას ავითვისებთ და როგორ მოვინელებთ მიღებულ საკვებს. ნაწლავის მიკროფლორა ჩართულია მაძღრობისა და დანაყრების ჰორმონების, კორტიზოლისა და ინსულინის, დონის რეგულირებაში, აკონტროლებს საკვებიდან მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ათვისებასა და სინთეზს, ასევე ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, შაქრისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერების დაშლას. კვლევებით დადასტურებულია, რომ მხოლოდ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა გვიცავს ჭარბი წონის, ვისცერალური „მუცლის“ ცხიმის ჭარბი განვითარებისაგან, ზედმეტი კალორაჟის ათვისებისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე.
რაც შეეხება მუცლის შებერილობას, გადავსების შეგრძნებას, ყაბზობასა და დიარეას, ნაწლავის მიკროფლორა მიღებული საკვების მონელებისა და ნაწალვის პერესტალტიკის ანუ მოქმედების რეგულირებით აღადგენს დეფეკაციის პროცესს და იცავს ყაბზობისა და დიარეისაგან, ასევე გვიცავს ნაწლავებში მავნე აირების დაგროვებისაგან და აადვილებს უკვე დაგროვილი აირების გამოდევნას–ახდენს შებერილობის, კოლიკის, მუცლის გადავსების კუპირებას. ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა: არაბალანსირებული, არაჯანსაღი კვება, სტრესი, სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა და აქვე უნდა ვთქვათ, რომ რაციონის ცვლილება და დიეტაც თავისებური სტრესია ორგანიზმისთვის, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მედიკამენტები და ა.შ. იწვევს დისბიოზს – ანუ ამცირებენ ნაწლავში მეგობარი ბაქტერიების რაოდენობას. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დისბიოზი მჭიდროდ უკავშირდება ჭარბი წონის – სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა მრავალი დაავადების განვითარებას. სწორედ ამიტომ, როგორც მარხვის, ასევე დიეტებისა და,ზოგადად, რაციონის ცვლილების დროს, ჩემს პაციენტებს ხშირად ვურჩევ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას პრობიოტიკების გამოყენებით.
- პრობიოტიკები ახსენეთ, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები პრობიოტიკების შესახებ?
ლაშა: დიახ, პრობიოტიკები თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხია და ბევრი საყურადღებო ნიუანსია მათ ირგვლივ. ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ „ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც ევროპაში უკვე 20 წელია წარმოდგენილია და მზადდება ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით. აი, რას ვგულისხმობ: ნაწლავში დაახლოებით 50 მილიარდამდე ბაქტერიის საშუალოდ 150 შტამი ანუ ოჯახი ცხოვრობს, ამიტომ მათი რაოდენობრივი ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია, რომ პრობიოტიკში თოთოეული ბაქტერიული შტამი 1 მილიარდზე მეტი იყოს. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ ყოველი კაფსულა კი შეიცავს 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამს, ანუ დღეში 2 კაფსულა ნაწლავის მიკროფლორას ამდიდრებს 20 მილიარდი მეგობარი ბაქტერიით. ასევე, მნიშვნელოვანია ბაქტერიების შემადგენლობა, რადგან რეკომენდებულია, რომ პრობიოტიკში შედიოდეს ზუსტად ის ბაქტერიები, რომლებიც შეესაბამება ჯანსაღ მიკროფლორას და მოქმედებს ზუსტად იმ პრობლემაზე, რომლის გამოც პრეპარატს ვიღებთ. „ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი ბაქტერიები შესწავლილია გენეტიკურ დონეზე და ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. თუ ვსაუბრობთ ჭარბი წონის პრევენციაზე, კლინიკურად დადასტურებულია,რომ ,,ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი 4 ბაქტერიული შტამის კომბინაცია ამცირებს ვისცერალური (მუცლის) ცხიმის განვითარების რისკს, ხელს უწყობს წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობის შემცირებას და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. ასევე იდეალურია „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ დისბიოზის პროფილაქტიკისა და საკვების მონელების ხელშეწყობისთვის, რადგან შემადგენლობა ზუსტად შეესაბამება ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას, შესაბამისად, ახდენს დისბიოზის, შებერილობის, ყაბზობის, დიარეისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებას. პრობიოტიკები მგრძნობიარეა კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და ადვილად იღუპებიან, ამიტომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური კაფსულით, რომელიც უზრუნველყოფს ბაქტერიებს სიცოცხლისუნარიანობასა და ნაწლავის კედელზე ოპტიმალურ კოლონიზაციას-დასახლებას. მარტივად რომ ვთქვათ, „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ 2 კაფსულა დღეში კვების დროს დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სააღდგომო სუფრას, ხელი შეუწყოთ ნოყიერი საკვების მონელებას, გაატაროთ აღდგომის დღესასწაული ბედნიერებმა, შემაწუხებელი ჩივილების გარეშე, და, რაც მთავარია, აირიდოთ თავიდან ზედმეტი კოლოგრამები.
მასალის გამოყენების პირობები