სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა – თვითმკვლელობის მაჩვენებლები იზრდება, როდესაც ჰაერის ხარისხი იკლებს

კვლევა – თვითმკვლელობის მაჩვენებლები იზრდება, როდესაც ჰაერის ხარისხი იკლებს

ახალმა კვლევამ, რომელიც მოიცავს 1400 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემებს მთელს ჩინეთში, აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება ჰაერის ხარისხის დაქვეითებით. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეგმამ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელიწადში ათიათასობით თვითმკვლელობის თავიდან აცილება.

კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.

ჩინეთს აქვს რამდენიმე ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, მისი მეტროპოლიები დაფარულია სქელი სმოგით, რომელიც მძიმედ ეკიდება მილიონობით ურბანულ მაცხოვრებელს.

ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.

2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.

ჰონკონგის ჩინეთის უნივერსიტეტის ეკონომისტმა პენ ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ამ “გასაოცარი” ტენდენციებით, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა ჰაერის დაბინძურების ეფექტის იზოლირება სუიციდის რისკზე სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან.

მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.

  ახალი კვლევა - მთლიანი (მაღალცხიმიანი) რძე უკეთესია თუ ნაკლებცხიმიანი? რომელია უკეთესი თქვენი გულისათვის?

„მიუხედავად იმისა, რომ რჩება ბევრი ღია კითხვა ჰაერის ხარისხთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირთან დაკავშირებით, ეს ანალიზი აქტუალურობას მატებს მთელ მსოფლიოში დაბინძურების კონტროლის პოლიტიკის მოწოდებებს“, წერს გუნდი.

სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.

ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.

„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

წყარო: 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სკანდალი გრძელდება: “არუნა ხათრი” პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს — იმეორებს მის სტილს, ფრაზებს და მიდგომას. ეს უკვე აღარ არის „ინსპირაცია“ — ეს არის პლაგიატი და საზოგადოების შეგნებული მოტყუება“-გიორგი ფხაკაძე 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights