ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
მთავარიშენი ექიმიკვლევის საგანგაშო შედეგები - ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან საათზე მეტს ატარებენ, ტვინის თეთრი...

კვლევის საგანგაშო შედეგები – ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან საათზე მეტს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული

ფსიქოლოგიური დახმარებისა და ფსიქოთერაპიის ცენტრი სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შედეგებს აქვეყნებს:

“ეს არის პირველი კვლევა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს. კვლევის ავტორი ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელი ჯონ ჰიუტონია. კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ბოლო ათწლეულში პატარები ეკრანთან უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ. ექსპერტებს კი აინტერესებთ, რა გავლენა აქვს მათ ტვინზე ტელევიზორთან, სმარტფონთან დაპლანშეტთან გატარებულ დროს სწორედ ტვინის განვითარების უმნიშვნელოვანეს პერიოდში.
3-დან 5 წლამდე ბავშვების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს. ახალ კვლევაში 47 ბავშვი მონაწილეობდა, 27 გოგონა და 20 ბიჭი იყო,რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიოდნენ.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს კოგნიტური ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის (AAP) მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს. სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული (სურათზე ჩანს ლურჯი ფერით). ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია მეტყველებისა და კოგნიტური უნარების განვითარებაზე. ნაცრისფერი ნივთიერება შეიცავს

ტვინის უჯრედების დიდ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც სხეული გადაწყვეტილებებს იღებს. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისგან, რომლებიც აკავშირებს ტვინის უჯრედებს ნერვულ სისტემასთან. “წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი ნივთიერება არის სადენები, როგორიც აქვს ტელეფონს, და ისინი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს უკავშირდება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება”, მათი განვითარების დაბალი დონე ტვინის ფუნქციონირებას ანელებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებდნენ ეკრანთან და მშობლებთან ურთიერთობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად განვითარებული აქვთ. ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს. კვლევის მიხედვით ბავშვები ეკრანთან საშუალოდ 2 საათს ატარებდნენ. არჩევისას კითხვარი კი ამ ქცევას ერთიდან ხუთ საათამდე ზომავდა. ტელევიზორის ხშირი ყურება აფერხებს ბავშვების ყურადღების მდგრადობას და და თავისუფალ აზროვნებას. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო ასევე აჩვენებს მეტყველების დაგვიანებას, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აქვეითებს მშობლისა და შვილის ურთერთობის ხარისხს.

ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანებთან დიდ დროს ატარებენ, ისეთი ოჯახებიდან არიან, სადაც უფროსებიც დიდ დროს უთმობენ ტელევიზორს. თუ ბავშვი 5 საათს ატარებს ეკრანთან, იმის შანსი, რომ მშობელი 10 საათი აკეთებდეს იგივეს, მაღალია. აქედან გამომდინარე, მათ ერთმანეთთან საურთიერთოდ დრო თითქმის არ რჩებათ. ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.
ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი დროის დიდი ნაწილის გატარებას ტექნოლოგიებთან 1 წლის ასაკიდან იწყებს: “ჩვენს ჩატარებულ რამდენიმე კვლევაში 2-დან სამ თვემდე ასაკის ბავშებს უკვე ტექნოლოგიებთან შეხება აქვთ”.
ტვინი ყველაზე სწრაფად პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყალიბდება, ამიტომ ეს ასაკი ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია.ესაა ეტაპი, როდესაც ტვინი ყველაზე პლასტიურია და გარემოდან ყველაფერს იღებს.ის აყალიბებს ძლიერ კავშირს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

წყარო:By Sandee LaMotte, CNN, November 4, 2019″

სტატიის ავტორი : ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა 

წყარო : mshoblebi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნოემბერი 28, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights