ორშაბათი, მარტი 31, 2025
მთავარიაკრედიტაციაპირველი პრეცედენტი საქართველოში - "ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი " "აკრედიტაცია კანადაში" გადაპორტირდა

პირველი პრეცედენტი საქართველოში – “ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ” “აკრედიტაცია კანადაში” გადაპორტირდა

ბათუმში “მედცენტრის ჰოსპიტალი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის პროცესს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მააკრედიტირებელი ორგანოს, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით გადის. 

პირველი პრეცედენტი საქართველოში – “ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ” “აკრედიტაცია კანადაში” გადაპორტირდა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

2024 წლის 8 აპრილს “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.

აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

პირველი პრეცედენტი საქართველოში – “ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ” “აკრედიტაცია კანადაში” გადაპორტირდა | sheniekimi.ge | შენი ექიმი პირველი პრეცედენტი საქართველოში – “ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ” “აკრედიტაცია კანადაში” გადაპორტირდა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელ კახაბერ კაცაძეს ესაუბრა:

“დღეს შეხვედრა გაიმართა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომელიც გახდა “მედცენტრის” ნაწილი და “მედცენტრი”, თავის მხრივ, არის აჭარაში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის სერვისების მომწოდებელი სამედიცინო კორპორაცია. ჩვენ დავიწყეთ “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა.

ეს არის პირველი პრეცენდენტი საქართველოში, როცა კლინიკა ერთი მააკრედიტირებელი ორგანიზაციიდან გადავიდა მეორე მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან, რის გამოც მოხარული ვართ, რადგან “აკრედიტაცია კანადის” ძირითადი პრინციპი არის პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხის გაუმჯობესება და რაც მთავარია, ის ითხოვს, რომ კლინიკა გადავიდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე.

მოლაპარაკების შედეგად, “აკრედიტაცია კანადამ” განიხილა ჩვენი თხოვნა და პრაქტიკულად, ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი სამი მოთხოვნა. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შევერთებულიყავით “აკრედიტაცია კანადას.”

დღეს არის ჩამოსული “აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო ექსპერტი ბატონი, ალესანდრო ბურიანი და ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი ჩართულია ტრენინგში, რომელიც ტარდება საქართველოს ყველა იმ  საავადმყოფოში, რომლებიც გადის აკრედიტაციის პროცესს “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.

ჩვენ კოლექტივში მზაობა მაღალია, რათა აკრედიტაციის პროცესი გაძლიერდეს და გვსურს, მივაწოდოთ აჭარის მოსახლეობას საუკეთესო, უსაფრთხო და საერთაშორისო დონის სტანდარტები.

აკრედიტაცია კანადა” არის ყველაზე ძლიერი, უდიდესი და უძველესი მააკრედიტირებელი ორგანო საქართველოში, რომელიც არის დაფუძნებული კანადაში. 15 ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას ამ ორანიზაციის ჩართულობით.

ჩვენთვის მთავარი არის უსაფრთხოება, ხარისხი და ის სტანდარტები, რომელსაც გვთავაზობს “აკრედიტაცია კანადა”, რათა საერთაშორისო მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული.” -განაცხადა კახაბერ კაცაძემ.

  გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვიდე – რას გეგმავს გიორგი ფხაკაძე
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights