ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარისამინისტროსაყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

მხარეებმა, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების თურქეთში მკურნალობის პროგრამაზე. პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. ბენეფიციარებს მკურნალობის მიღება თურქეთის 4 წამყვან კლინიკაში შეუძლიათ.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, სარჯველაძემ დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights