სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია"ამ ინიციატივაში ვუერთდებით გიორგი ფხაკაძეს"- პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი, ვალიტა გორელჩანიკი

“ამ ინიციატივაში ვუერთდებით გიორგი ფხაკაძეს”- პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი, ვალიტა გორელჩანიკი

საქართველოში ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის პროცესი იწყება.

“ჯორჯიან აქტივმა” და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” ერთობლივად ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნებაყოფლობითი ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის სისტემა.

პროცესში ჩართულია საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემია, რომლის  დამაარსებელ ვალიტა გორელჩანიკსშენი პულსი” ესაუბრა:

“ამ ინიციატივაში ვუერთდებით გიორგი ფხაკაძეს”- პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი, ვალიტა გორელჩანიკი | sheniekimi.ge | შენი ექიმი

 

პირველი ფიტნეს აკადემია” ამ ეტაპზე საქართველოში არის ერთადერთი, რომელმაც განათლების სამინისტროს აღიარება და “ევროპა აქტივის” აკრედიტაცია მოიპოვა. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მწვრთნელების მომზადებასა და გადამზადებაზე, ასევე მათთვის, ვისაც მომავალში სურს მწვრთნელობა.

ჩვენ ვართ ინიციატორები იმისა, რომ საქართველოში არსებული ყველა ფიტნესკლუბი თუ აკადემია აუცილებლად იყოს აკრედიტებული და ლიცენზირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აამაღლებს მომუშავე ბიზნეს სექტორის ხარისხს.

ლიცენზიების პროექტის ფარგლებში აკადემია, როგორც ინიციატორი, შემოუერთდა “ევროპულ ფიტნეს აკადემიას”და გიორგი ფხაკაძეს, რომელიც იქნება ჩვენი პროექტის ხელმძღვანელი. ჩვენი აკადემიის მხრიდან არის უფრო დარგობრივი რეკომენდაციები, სტანდარტებთან იქნება ეს დამოკიდებული თუ უშუალოდ მის განხორციელებასთან. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, თუ რაში გვჭირდება კონკრეტულად ეს საკითხები…”

ცნობისთვის, “პირველი ფიტნეს აკადემია” არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რიმელმაც მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია ფიტნეს ინსტრუქტორების საბაზისო დონეზე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით და ამაში მათ გვერდით უდგას “ფიტნეს აკადემია”. 

ამ ორი ორგანიზაციის ფუნქციაა საერთაშორისო სტანდარტებზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ერთობლივად შექმნას და შესთავაზოს ბაზარს სხვადასხვა დონის ინსტრუქტორის მოსამზადებელი და გადასამზადებელი კურსები. ორივე აკადემია ამ ეტაპზე არის მოწინავე, რომელთაც სურთ და აქვთ ინიციატივა, რომ ხარისხი იყოს უმაღლესი.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „გიორგი ფხაკაძემ თქვა და გიორგი ფხაკაძე გააკეთებს - დიახ, ჩვენ შევძელით...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights