By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი დაავადება

დალტონიზმი წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 11, 2026 7:21 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
დალტონიზმი წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა
#post_seo_title
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

დალტონიზმი არის მხედველობის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანები ვერ ახერხებენ ფერების სრულყოფილად აღქმას. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მწვანე და წითელი ფერების გარჩევის შეუძლებლობა. დალტონიზმის დიაგნოსტიკა შესაძლებელია სპეციალური ტესტების მეშვეობით, და ხშირად ბავშვები ოთხი წლის ასაკიდან იწყებენ ფერების გარჩევას. სამწუხაროდ, დალტონიზმი განუკურნებელია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა შეძენილი ფორმები, მკურნალობა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვების ფერების აღქმას, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი შესაძლო პრობლემები. პრაქტიკული რჩევა: თუ შენს ან შენი ბავშვის ფერების აღქმა გაწვდილი ჩანს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #შენიდაავადება #თვალი

დალტონიზმი – წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა. როგორც წესი, ადამიანი-დალტონიკები ვერ ახერხებენ ერთი რომელიმე კონკრეტული ფერის გარჩევას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამას ადამიანები ზრდასრულ ასაკში ხვდებიან.

დალტონიზმი (ფერთა სიბრმავე) არის თანდაყოლილი ან შეძენილი მხედველობის დარღვევა. ხასიათდება თვალის მიერ ფერების არასრულყოფილი აღქმით. ადამიანები, რომლებთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ ერთ ან რამდენინე ძირითად ფერს. დალტონიზმის მქონე პირებისთვის, მეტწილად დამახასიათებელია მწვანე და წითელი ფერების გარჩევის შეუძლებლობა. თანამედროვე მედიცინაში დალტონიზმი განუკურნებელი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება.

რა იწვევს დალტონიზმს?

მიზეზები
დალტონიზმის მიზეზი ხდება დაავადება, რომელიც გამოწვეულია X-ქრომოსომას დაზიანებით. ასევე გვხდება შემთხვევები, როცა დალტონიზმი ნევროლოგიური დაავადებების შედეგია. სამწუხაროდ მიზეზის მიუხედავად, აღნიშნული დაავადება განუკურნებელია. ფერების აღქმის რეცეპტორების არასწორი მუშაობა იწვევს დალტონიზმს.
არსებობს ასევე დალტონიზმის ისეთი ტიპი, რომელიც არ ითვლება დაავადებად. საქმე ეხება ადამიანის მხედველობის ანატომიურ თვისებას, რომელიც აქვს იმ ადამიანებს, ვინც ვერ ანსხვავებს მწვანე და წითელ ფერს, ასევე ვერ აღიქვამენ ხაკის ფერს. მხედველობის ასეთი განსაკუთრებულობა ფიქსირდება ცხოველებშიც, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ტყეში და საკვებსაც მარტივად მოიპოვებენ სიმწვანეში.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ფერების აღქმის დარღვევა;
·         ფერების გართულებეული აღქმა;
·         მწვანე და წითელი ფერის გარჩევის შეუძლებლობა;
·         ლურჯი და მწვანე ფერის გარჩევის პრობლემა.
ზოგჯერ დალტონიზმს თან სდევს სუსტი მხედველობა. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვები ნივთებს ხედავენ ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობებში.

დიაგნოსტიკა
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვებს ფერების გარჩევა შეუძლიათ 3-4 წლის ასაკიდან. დალტონიზმის დაიაგნოსტირება შეიძლება ბავშვზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად. ამ დაავადების მქონე ბავშვები, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ ღია ფერის სათამაშოებს. ექიმი-ოფთალმოლოგი აღნიშნული პრობლემის გამოსავლენად იყენებს სპეციალურ ფერად წრეებს და რაბკინის ცხრილს.

მკურნალობა
როგორ უნდა ვუმკურნალოთ მემკვირეობით გადაცემულ დალტონიზმს? სამწუხარდო მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს ასეთი მეთოდი. თუმცა სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ შეძენილი დალტონიზმის მკურნალობა შესაძლებელია. მაგალითად, თუ დალტონიზმის პრობლემა დაკავშირებულია კატარაქტასთან, მისი განკურნება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით.
ასევე დალტონიზმი იკურნება, თუ ამის მიზეზი რაიმე პრეპარატის მიღებაა (მაგალითად „ვიაგრა“). ასევე შეიძლება სპეციალური სათვალის გამოყენება, რომლსაც შეფერილი ლინზები აქვს, რაც ფერების აღქმას უწყობს ხელს. რაც შეეხება დალტონიზმს ზრდასრულ ასაკში – მისი განკურნება არა, მაგრამ გაკორექტირება შესაძლებელია. ზოგადად დალტონიზმის სრულად განკურნება სამწუხაროდ შეუძლებელია.

რისკის ჯგუფი
ძირითად რისკის ჯგუფს შეადგენენ მამაკაცები, რამდენადაც მემკვიდრეობით დალტონიზმის გადაცემა დედისგან ვაჟზე ხდება. გოგონები აღნიშნული პრობლემით იმ შემთხვევაში იბადებიან, თუ ორივე მშობელი დალტონიკია. თუ დალტონიზმით დაავადებულია მხოლოდ ერთი მშობელი, ჯანმრთელი X-ქრომოსომა ბლოკავს დაზიანებულს.

რა ტიპის დალტონიზმი არსებობს?

  • მონოქრომაზია – თვალი აღიქვავს მხოლოდ ერთ ძირითად ფერს, წითელს, მწვანეს ან ლურჯს;
  • დიქრომაზია – თვალი აღიქვავს ორ ძირითად ფერს, ხოლო მესამე არასრულფასოვნად ფორმირდება არსებული ორის კომბინაციით;
  • პროტანოპია – დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება წითელი ფერის აღქმის უუნარობით;
  • დეიტერანოპია – დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება მწვანე ფერის აღქმის უუნარობით;
  • ტრიტანოპია – დიქრომაზიის ქვესახეობა, რომელიც ხასიათდება ლურჯი ფერის აღქმის უუნარობით;
    #drpkhakadze
FacebookTwitter

დალტონიზმი — სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.

მხედველობის პრობლემებიმხედველობის პრობლემებისიმპტომი

იხილეთ ასევე: თვალი, ყურ-ცხვირ-ყელი, პირის ღრუ

დიაბეტური რეტინოპათიაკარიესიკატარაქტაკბილის ქვაკერატიტიკერატოკონუსიკონიუნქტივიტილარინგიტი
დაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

პრეპარატები, რომელთა ჩვენებებშიც მოხსენიებულია: დალტონიზმი

სია ეფუძნება პრეპარატების ოფიციალურ ინსტრუქციებში მითითებულ ჩვენებებს და არ წარმოადგენს სამკურნალო რეკომენდაციას. არ მიიღოთ წამალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
იმუვიტი #30კაფსანტიინფექციური საშუალებები

რომელ ექიმს მივმართოთ

სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

ოფთალმოლოგი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

TAGGED:თვალი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

დემოდექსი მიკროსკოპული ფოლიკულური ტკიპაა, რომელიც თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯირკვლებში ცხოვრობს
შენი დაავადებაშენი ექიმი

დემოდექსი მიკროსკოპული ფოლიკულური ტკიპაა, რომელიც თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯირკვლებში ცხოვრობს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

დღეისათვის დეპრესიის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს წარმოადგენს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

მიოკარდიტი – ვლინდება როგორც შეშუპება და მიოკარდის დარღვევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

ასთენოპია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?