არასრულფასოვნების კომპლექსი – ადამიანის ფსიქოლოგიური და ემოციური შეგრძნებების დარღვევა საკუთარი თავის მიმართ

0
732
#image_title

არასრულფასოვნების კომპლექსი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის ფსიქოლოგიური და ემოციური შეგრძნებების დარღვევა საკუთარი თავის მიმართ. დღეისათვის დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, მისი საწყისის ნახვა შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ადამიანში.

მიზეზები
ექიმების მხრიდან დრემდე დაუდგენელია არასრულფასოვნების კომპლექტის გაჩენის მიზეზი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ძირითადი ფაქტორები შეიძლება იყოს:
·         არასასურველი ოჯახური მდგომარეობა (განსაკუთრებით ბავშვობისას);
·         გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები;
·         წარუმატებლობა სამსახურსა და პირად ცხოვრებაში;
·         საკუთარი თავის რწმენის არქონა;
·         ნეგატიური შინაგანი განწყობა;
·         ფიზიკური ნაკლი;
·         მშობლების გადაჭარებებული ყურადღება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ადამიანების შიში და მათთან ნაკლები კონტაქტი;
·         ყურადღების მიქცევის მიზნით საკუთარ უბედურებაზე საუბარი;
·         ზედმეტი მგრძნობელობა;
·         გადაჭარბებული ამბიციები;
·         მუდმივი დაძაბულობა;
·         მიღებული კომპლიმენტების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;
·         სპირტიანი სასმელების ხშირი გამოყენება;
·         დემონსტრაციული ქცევა, ზედმეტი ყურადღების მიქცევა სტატუსების მიმართ;
·         მეტყველების დეფექტი.

დიაგნოსტიკა
იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ კომპლექსს, ფსიქოლოგი ატარებს პაციენტთან გასაუბრებას, რომლის დროსაც ავლენს დაავადების განვითარების მიზეზებს.

მკურნალობა
ფსიქოლოგი განსაზღვრავს როგორ უნდა მოხდეს არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევა. ამისთვის საჭიროა:
·         ფსიქოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         ფსიქოთერაპიის გავლა;
·         ჰიპნოზის სეანსების გავლა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროული ჩარევა აღნიშნული პრობლემა შეიძლება ღრმა დეპრესიის განვითარების მიზეზი გახდეს. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს სუიციდის ჩადენის მცდელობას. არასრულფასოვნების კომპლექსი ქალებში შეიძლება გახდეს ბულიმიის, ანორექსიის მიზეზიც.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         არასრულფასოვან ოჯახში გაზრდილი პირები;
·         სკოლაში ცუდი მოსწრების და ყოფა-ქცევის მქონე ბავშვები;
·         ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულები.

პროფილაქტიკა
სამომავლოდ დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
·         ფსიქოლოგთან პერიოდული კონსულტაცია;
·         ფსიქიკის აშლილობის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         უარყოფითი ემოციური და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ