ლეის სინდრომი – ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი ნეირომეტაბოლური სინდრომით დაავადება

0
706
#image_title

ლეის სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი ნეირომეტაბოლური სინდრომით დაავადება. ყველაზე ხშირად დაავადება გვხვდება სამ წლამდე ბავშვებში. დაავადებას აქვს მწვავე ან ქრონიკული ფორმა.

მიზეზები
·         გენეტიკური ფაქტორი;
·         ტვინის ნაწილში ნეკროზული კერების გაჩენა, სისხლძარღვების გაფართოვება, გლიოზა;
·         მიტოქონდრიების მუშაობის შედეგად გენების მუტაცია;
·         ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადებების გართულება.

სიმპტომები
·         გულის რევა, ღებინება;
·         სხეულის მასის სწრაფი დაკლება;
·         მადის გაუარესება;
·         ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება;
·         ტონიკო-კლონური კრუნჩხვები;
·         კუნთების დისტონიური, ჰიპოტონიური შეტევები;
·         რესპირატორული ანომალიები;
·         კიდურების ტრემორი;
·         კოორდინაციის დარღვევა;
·         ყლაპვის ფუნქციის დარღვევა;
·         მხედველობითი ნერვების ატროფია;
·         მყესების რეფლექსების დარღვევა;
·         გონების დაკარგვა;
·         სწრაფი დაღლა;
·         ძილიანობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის სართო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ელექტროენცეფალოგრამა;
·         თავის ტვინის მორფოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა
·         ანტიბიოტიკები;
·         დიალიზის მეთოდი;
·         В1 ვიტამინის შემცველი პრეპარატები;
·         ბიოტინი.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა, რომლის თანახმად ცილების მოხმარების რაოდენობა დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 1–1,5 გ-ს.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს სასუნთქი ცენტრის პარალიჩი, პროგრესირებადი ენციფალოპათია, ინფექციური დაავადებების განვითარება, ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
·         1-2 წლის ასაკის ბავშვები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         რაციონალური კვების ქონა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სამწვერა ნერვის ანთება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ