ჰიპერტრიქოზი – ახასიათებს სხეულის ნებისმიერ ადგილზე თმის სიჭარბე, იმ ადგილების ჩათვლით, სადაც თმის ზრდა არ არის გამოწვეული ანდროგენების ზემოქმედებით

0
538
#image_title

ჰიპერტიქოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხეულის ნებისმიერ ადგილზე თმის სიჭარბე, იმ ადგილების ჩათვლით, სადაც თმის ზრდა არ არის გამოწვეული ანდროგენების ზემოქმედებით.

გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:
·         თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზი — რომელიც ხასიათდება იმით, რომ თანდაყოლილი თმა არ ერევა ტერმინალურს და აგრძელებს ზრდას დაახლოებით 10 სმ-მდე; ეს მიუთითებს გენეტიკურ დარღვევაზე;
·         შეძენილი ჰიპერტრიქოზი — ხასიათდება თანდაყოლილი თმის და თმის ფოლიკულების ზრდით, რომელიც ასევე ზრდის საშუალებას აძლევს ღინღლს; აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის წინა პროცესს (როგორც წესი ეს ხდება რამოდენიმე წელში);
·         მედიკამენტური ჰიპერტრიქოზი — გამოირჩევა თმის თანაბარი ზრდით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, გარკვეული პრეპარატების მიღების შედეგად (კორტიკოსტეროიდები);
·         სიმპტომატური ჰიპერტრიქოზი – ჩნდება, როგორც სხვა დაავადებებების, ტრავმების სიმპტომი (პორფირია, ქალა-ტვინის ტრავმები);
·         ტრავმატული ჰიპერტრიქოზი – განისაზღვრება თმის გაძლიერებული ზრდით ტრავმების და კანის მუდმივი გაღიზიანების ადგილას.

მიზეზები
დაავადება ჩნდება გენეტიკური მუტაციის პირობებში, რომლის დროსაც იცვლება ეპითელიალური უჯრედების სტრუქტურა, რის გამოც ისინი იძენენ ეპიდერმალურ უჯრედებად ტრანსფორმაციის შესაძლებლობას.
ჰიპერტრიქოზის მიზეზები:
·         ფეხმძიმობის მიმდინარეობის დარღვევა;
·         ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრში ინფექციური დაავადებების გადატანა;
·         ონკოლოგიური დაავადებების გაჩენა;
·         ქალა-ტვინის ტრამვებისა და დერმატომიკოზის სიმპტომები;
·         ნერვული დაუძლურება;
·         ძვლის სისტემის განვითარების დარღვევა.

სიმპტომები
ძირითადი სიმპტომი არის თმის ზრდა იმ ადგილებში, სადაც ეს არ ითვლება ნორმად ასაკის, სქესის და ეთიკური კუთვნილების გათვალისწინებით.
ბავშვებში ჰიპერტრიქოზი ხშირად ნევუსთან ერთად ვლინდება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ტრიქოლოგი, რომელიც ნიშნავს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი.
შესაძლოა საჭირო გახდეს გინეკოლოგის და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         თმის გაუფერულება;
·         სპეციალური კრემები;
·         ფიზიოთერაპიული მეთოდები (ელექტროკოაგულაცია);
·         ელექტრული ეპილაცია.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ თმის თვითნებური მოცილება პინცეტით ან სხვა გზით იწვევს სიმპტომების გამძაფრებას.

რისკის ჯგუფი
დაავადება ერთნაირად ემართება ორივე სქესის წარმომადგენლებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

  რა არის მელანომა და როგორია მკურნალობის მეთოდი? - "პინეოს" კლინიკური ონკოლოგის, მარიტა გუგუნავას განმარტება

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის პირველადი პროფილაქტიკის სპეციალური მეთოდები არ არსეობს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ