მასტიტი სარძევე ჯირკვლის ანთება

0
427
სარძევე ჯირკვლის ანთება
#image_title

მასტიტი – სარძევე ჯირკვლის ანთება, ხშირად ვითარდება ლაქტაციის  პერიოდში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს მის გარეშეც. მასტიტი გვხვდება გოგონებში, ახალშობილებში და მამაკაცებში.

მიზეზები
მასტიტს იწვევს შემდეგი მიზეზები:
·         პათოგენური მიკროორგანიზმების მოხვედრა სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ძუძუს დახეთქილი თავებიდან;
·         პოსტოპერაციური ნაკერების დაჩირქება;
·         ფურინკულოზის გართულება;
·         ტრავმული დაზიანებები.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ლქტაცია, სუსტი იმუნიტეტი, გადაციება.

სიმპტომები
·         სარძევე ჯირკვლების მტკივნეულად გამაგრება;
·         დაზიანებულ ნაწილებში კანის გაწითლება;
·         მაღალი ტემპერატურა.
პროცესის პროგრესირებისას მასტიტის ნიშნები ძლიერდება:
·         სარძევე ჯირკვალი ცხელდება;
·         ტკივილი ხდება მუდმივი;
·         ტკივილი მძაფრდება ძუძუთი კვებისას.
მასტიტისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს რძეში სისხლის და ჩირქის გარევას, რაც ჩვილებში იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებას.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ძუძუთი კვების პერიოდში არ იწვევს გართულებებს. ატიპიურ შემთხვევებში ტარდება სარძევე ჯირკვლების წარმონაქმნების დიფერენციალური დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის საჭიროა:
·         ძუძუს სწორად გამოწველა;
·         თბილი კომპრესების გაკეთება;
·         ძუძუთი კვების შემდეგ ძუძუს თავების და სარძევე ჯირკვლების ჩამობანა თბილი, კალიუმის პერმანგანატიანი წყლით.
თუ მკურნალობა ადრეულ სტადიაზე დაიწყება, მასტიტის სიმპტომები მალევე გაქრება და ანტიბიოტიკების მიღება არ იქნება საჭირო.
თუ ვერ მოხერხდება ანტიბიოტიკების გარეშე პრობლემის მოგვარება, მიმართავენ მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებას ან საჭიროების შემთხვევაში ექიმი ახდენს ჩირქის ქირურგიული ჩარევით მოცილებას.

საშიშროება
მასტიტის გართულებები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებები, როგორიცაა: ლიმფადენიტი, ფლეგმონა, სეპსისი, სარძევე ჯირკვლების განგრენა. პაციენტისთვის ყველაზე საშიში ფორმებია განგრენოზული და ფლეგმონოზური, რასაც იწვევს მკურნალობის არარსებობით გამწვავებული მასტიტი.

რისკის ჯგუფი
ყველაზე ხშირად მასტიტით ავადდებიან მეძუძური დედები, რომლებიც არ იცავენ ძუძუთი კვების წესებს, ცუდად იწველიან რძეს, არ იცავენ თავს გადაციებისგან. თუ ქალი ფრთხილად იქნება ლაქტაციის პერიოდში, მისთვის მასტიტი პრობლემას არ წარმოადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ