ჰემანგიომა

0
557

ჰემანგიომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების შეშუპება. არ წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს.
 
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
·         მარტივი ჰემანგიომები – განლაგებულია კანის ზედაპირზე;
·         კავერნოზული ჰემანგიომები – განლაგებულია კანქვეშ;
·         კომბინირებული ჰემანგიომები – შედგება კანისა და კანქვეშა ნაწილებისგან;
·         შერეული ჰემანგიომები – შედგება ახალი წარმონაქმნებისა და სხვა ქსოვილებისგან (კუნთოვანი ან ნერვული).
 
ბავშვებში ჰემანგიომის განვითარება დამოკიდებულია მათ ასაკზე:
·         1-8 თვემდე – ჰემანგიომას აქტიური ზრდა;
·         6-18 თვემდე – ჰემანგიომას ზრდის შეწყვეტა;
·         4-7 წლამდე – დაავადების ინვოლუცია.
ჰემანგიომა ზრდასრულებში იშვიათად გვხვდება, თუმცა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
 
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა დაზიანებული ორგანოს ან ქსოვილის ზედაპირზე ინფილტრატების გაჩენის გამო.
ჰემანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები გამოყოფენ რამოდენიმეს:
·         ჰორმონალური ფონის დარღვევა;
·         ფეხმძიმობის პერიოდში დაავადებების გადატანა;
·         საშვილოსნოსში სისხლძარღვების განვითარების დარღვევა;
·         მზეზე დიდხანს ყოფნა.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მოწითალო-მოლურჯო ფერის, 2-5 სმ ზომის წარმონაქმნების გაჩენა კანზე;
·         წითელი ფერის კანქვეშა წარმონაქმნების გაჩენა.
 
დიაგნოსტიკა
ჰემანგიომას მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ქირურგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         რბილი ქსოვილების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         შესიებული ნაწილის ანგიოგრაფიას;
·         ქსოვილების პუნქციას.
 
მკურნალობა
ბავშვებში ჰემანგიომას მკურნალობა იშვიათად ინიშნება, რადგან შემთხვევების უმეტესობაში წარმონაქმნი გაიწოვება თავისით, რამოდენიმე წლის შემდეგ.
ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ჰემანგიომას მკურნალობა მოიცავს:
·         კრიოდესტრუქციას;
·         სხივურ თერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         წერტილოვანი ჰემანგიომების მოწვას;
·         სკლეროზულ თერაპიას;
·         ჰორმონალურ პრეპარატებს.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
·         დაზიანებული ორგანოდან სისხლდენა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ტრომბოფლებიტი;
·         გულის უკმარისობა.
კანის ზედაპირზე წარმოქმნილი ჰემანგიომები საშიში არ არის.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ნაადრევად დაბადებული ბავშვები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ჰორმონალური დარღვევების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ფეხმძიმე ქალებში ჰორმონალური ფონის კონტროლი, ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვა;
·         ბალანსირებული კვების ქონა;
·         მზეზე ხანგრძლივად ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ორგანიზმის გაჯანსაღება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონში"
წინა სტატიაშიჭიები (ჰელმინთოზი)
შემდეგი სტატიაჰემატომა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ