ძვლების მოტეხილობები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ძვლის ანატომიური აგებულების სრული ან ნაწილობრივი დარღვევით.
გამოყოფენ ძვლის მოტეხილობების შემდეგ ფორმებს:
· ტრავმული მოტეხილობები;
· პათოლოგიური მოტეხილობები;
· ღია მოტეხილობები;
· დახურული მოტეხილობები;
· მრავლობითი მოტეხილობები;
მიზეზები
· ძვალზე სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედება;
· ოსტეოპოროზი;
· მენოპაუზის დროს ქალებში ძვლის ისმყარის დარღვევა;
· ორგანიზმში მინერალების ცვლის დარღვევა;
· დამაკავშირებელი ქსოვილის სისტემური დაავადება;
· რადიოდასხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;
· ჰორმონალური დარღვევები.
სიმპტომები
· დაზიანებული ადგილის ტკივილი, რომელიც მძაფრდება მოძრაობის დროს;
· დაზიანებული ადგილის დეფორმაცია;
· ძლიერი შესიება, ჰემატომა;
· მოძრაობის გართულება;
· ღია მოტეხილობისას ჩანს ძვლის ნამსხვრევები;
· მოძრაობისას ისმის ძვლის ჭრიალი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· საერთო დათვალიერება;
· პალპაციური გამოკვლევა;
· რენტგენი;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
· თაბაშირის სახვევები;
· ძვლის გაჭიმვა;
· ღია ან დახურული რეპოზიცია;
· კანქვეშა მეტალოსტეოსინთეზი.
რეაბილიტაციაში შედის:
· სამკურნალო ვარჯიში;
· სპეციალური მასაჟი;
· ფიზიოთერაპია.
საშიშროება
· ძვლის არასწორი შეხორცება;
· ცრუ სახსრის წამოქმნა;
· ძვლების ნელი შეხორცება;
· პოსტტრავმული ართროზი;
· კონტრაქტურა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· საკვებად კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტის მიღება;
· ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· სხეულის წონის კონტროლი;
· ტრავმებისგან თავის დაცვა.
ძვლების მოტეხილობები
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ძვლების მოტეხილობები [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
