მუნი – კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილი.
მიზეზები
· დასნეულებულ ცხოველთან კონტაქტი;
· დაავადების სქესობრივი გზით გადადება;
· დაავადებულ ადამიანთან ან მის ნივთებთან კონტაქტი;
სიმპტომები
· კანის ძლიერი ქავილი;
· ვეზიკულის ტიპის გამონაყარი;
· წყლულოვანი მუწუკების გაჩენა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· საერთო დათვალიერება;
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· კანის ნაცვეთის მიკროსკოპია;
· ფრჩხილებიდან აღებული სინჯების გამოკვლევა.
მკურნალობა
მუნის სამკურნალოდ აუცილებელია ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები. მკურნალობის დროს აკრძალულია ტანის დაბანა. დასრულების შემდეგ აუცილებელია თეთრეულის, სამოსის, ავეჯის, პირადი და ზოგადი მოხმარების ნივთების დეზინფექცია ანტისეპტიკური საშუალებებით.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ფოლიკულიტი;
· ფურუნკული;
· კარბუნკული;
· ლიმფანგინიტი;
· მიკრობული ეკზემა.
რისკის ჯგუფი
· მცირეწლოვანი და სკოლამდელი ასაკის ბავშვები;
· ანტისანიტარულ პირობებში მცხოვრები ადამიანები;
· ადამიანები რომელბიც არ იყენებენ ბარიერიული ტიპის კონტრაცეპტივებს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის გამორიცხვა;
· ტანსაცმლის და თეთრეულის დეზინფექცია;
· საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა.
მუნი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. მუნი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
