ნაწლავების გადახლართვა

0
297

ნაწლავების გადახლათვა (ნაწლავების გაუვალობა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის რომელიმე ნაწილის გაუვალობა. ხშირად ზიანდება თხელი ნაწლავი და ნაწლავის სიგმასებური ნაწილი (უფრო მოხუცებში). მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მუცლის ღრუში განვითარებული შეხორცებები;
·         დიდი ხნის მანძილზე საკვებზე უარის თქმა, რის შემდეგ ადამიანი იღებს საკვების ჭარბ რაოდენობას;
·         ხანგრძლივი შეკრულობა;
·         ხერხემლის, მენჯის ძვლების მოტეხილობები;
·         მოსადუნებელი პრეპარატების მავნე გამოყენება.
ბავშვებში დაავადებას იწვევს:
·         მუცლის ტრავმები;
·         მკვეთრი მოძრაობები;
·         ხანგრძლივი შეკრულობა;
·         ჭიები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         იშვიათი მუცლის ტკივილი;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ნაწლავის შებერილობა;
·         წვრილი ნაწლავის ანტიპერისტალტური ტალღა (ნაწლავი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით);
·         შეკრულობა;
·         კალაში სისხლის ნარევი;
·         მეტეორიზმი;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა 39 გრადუსამდე;
·         პირის სიმშრალე.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი და ნიშნავს:
·         მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
·         ბარიუმის ოყნას;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         რექტორომანოსკოპიას;
·         ნაწლავის ენდოსკოპიურ გამოკვლევას;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ლაპარასკოპიას;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.
დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ექიმ-პროქტოლოგის კონსულტაცია.
 
მკურნალობა
პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა. მკურნალობა მოიცავს:
·         ოპერატიულ ჩარევას;
·         კუჭის ზონდის ჩადგმას;
·         სიფონურ ოყნებს;
·         სპაზმოლიტიკებს;
·         ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ანალგეტიკებს.
 
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
·         გაუწყლოება;
·         პერიტონიტი;
·         განგრენა;
·         ნაწლავის პერფორაცია;
რიგ შემთხვევებში დგება ლეტალური შედეგი.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მძიმე ფიზიკური სამუშაოს მქონე პირები;
·         მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვების მომხმარებელი პირები;
·         ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ჭიები;
·         ნაწლავის მოტორიკის დარღვევის მქონე პირები;
·         ადამიანები, რომლებიც ძილის წინ მძიმე საკვებს იღებენ.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ზემდეტი ჭამისგან თავის შეკავება;
·         ძილის წინ 4-5 საათით ადრე ჭამა;
·         სასურველია ერთი და იგივე დროს ჭამა;
·         კუჭის მოქმედების გაკონტროლება;
·         მუცლის ღრუს კუნთების ვარჯიში;
·         აქტიური ცხოვრების ქონა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ